Jump to content

Purse.io: მიიღეთ 15% + ფასდაკლება Amazon Shop-ზე ბიტკოინის ან ბიტკოინ ქეშის გამოყენებით


Recommended Posts

image.png

2014 წელს სან-ფრანცისკოში ამოქმედებული სავაჭრო პლატფორმა Purse ამჟამად 12 ათას მომხმარებელს ითვლის. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბიტკოინის შეძენა საკრედიტო ბარათით და მათთვისაც, ვისაც სურს საკუთარი ბიტკოინით Amazon-ის პროდუქცია შეიძნოს 

როგორ მუშაობს სავაჭრო პლატფორმა Purse.io  

მაგალითისთვის მოვიყვანოთ შემდეგი რამ: ვთქვათ, ელისს სურს, დახარჯოს 50 დოლარის ღირებულების ბიტკოინი Amazon-ზე. იგი ადგენს სასურველი ნივთების სიას, აქვეყნებს მას Purse-ს სავაჭრო პლატფორმაზე და უთითებს ბიტკოინების შესაბამის საგადასახადო ღირებულებას. ბობს კი სურს, რომ პლატფორმაზე შეიძინოს 50 დოლარის ღირებულების ბიტკოინი, ამისთვის იხდის თანხას საკრედიტო/სადებეტო ბარათიდან. როდესაც ელისი თავის შეძენილ ნივთებს მიიღებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ვებ-გვერდს და გამოთავისუფლებული (ელისისგან გადახდილი) ბიტკოინები მიემართება ბობისკენ. 

სერვისი საბოლოო ჯამში აღფთოვანებას იწვევს მომხმარებლებსა და ინვესტორებში. 

Bitcoin Foundation-ის გუნდის წევრი და BTC China-ს გენერეალური დირექტორი ბობი ლი აცხადებს, რომ იგი Purse-ის სერვისის მუდმივი მომხმარებელი გახდა და ერთ-ერთი მათგანია, ვინც პოტენციალს ხედავს Purse.io-ს ბიზნეს-მოდელში. 

ფასდაკლებები იზრდება 

ფასდაკლებები დაფუძნებულია პრემიებზე, რომლებსაც ბიტკოინის მყიდველები იხდიან მომსახურებისთვის და გამყარებულია Amazon-ის მომხმარებლებისგან, როდესაც ისინი შეკვეთას განათავებენ სავაჭრო პლატფორმაზე. 

აღსანიშნავია, რომ Purse.io-მ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც მოცემულია, რომ შვიდი თვის განმავლობაში ბიტკოინით მოვაჭრეთათვის ფასდაკლებები 20%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის საწყის მოლოდინსაც კი აღემატება. 

Purse.io აცხადებს: 

„ჩვენ ვვარდაუდობდით, რომ პლატფორმა შელებდა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა 5-8%-იანი ფასდაკლება. ვერასდროს წარმოვიდგენდით პლატფორმის ამოქმედებისთანავე 20%-იან ფასდაკლების გაცემის შესაძლებლობას“. 

image.png

VIP-სარგებელი 

კომპანიამ აამოქმედა „invite-only პრემიუმ-პროგრამაც - Purse VIP, რომელიც მხოლოდ Amazon Prime-ის წევრებისთვისაა განკუთვნილი. VIP-მომხმარებლებისთვის Purse.io-ს პლატფორმაზე  შემოთავაზებულია საუკეთესო ფასები ბიტკოინის საყიდლად. პრემიუმ-მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებაზე აქვთ წვდომა Amazon-ის პროდუქციის გამოქვეყნებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. 

VIP-შეკვეთები სრულდება 6 საათზე მცირე დროში და მიწოდება ხდება ორდღენახევარში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ნივთების მიწოდება ხდება იმაზე სწრაფად, ვიდრე პირდაპირ Amazon Prime-იდან რომ შეიძინოთ. 

კომპანიის ყოველთვიური ტრანზაქციები 120 ათას დოლარს აღემატება. Purse.io დაფუძნებულია გამორჩეულად ფუნქციურ ბლოკჩეინ-საფულეზე და წარმოადგენს მნიშვნელოვანი უპირატესობის მქონე სავაჭრო პლატფორმას. 

Purse-ის გამოყენების სამი გზა: 

  • „შოპინგი და თანხის დაზოგვა“ 

მოძებნეთ სასურველი პროდუქტები კატეგორიების მიხედვით. დაამატეთ კალათში და მიუთითეთ თქვენი ფასდაკლება შეკვეთის გაფორმებისას. 

  • „სასურველი ნივთების სიის იმპორტირება“ 

მოახდინეთ თქვენი სიის იმპორტირება შეკვეთის სწრაფად შემოწმებისა და შესრულებისთვის. პლატფორმა თვალყურს მიადევნებს პროდუქტებს, რომელთაც დაამატებთ. 

  • „გამომუშავება- მიღება“ 

არ ვაჭრობთ? გამოიმუშავეთ ბიტკოინები Amazon-ის მომხმარებელთა შეკვეთების შევსებით. 

როდესაც უთითებთ 5%-იან ფასდაკლებას, შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე სწრაფი შეკვეთა და მიღება უმოკლეს დროში. ხოლო თუ გნებავთ უფრო მეტი ფასდაკლება, შეგილიათ მიუთითოთ სასურველი ფასდაკლება სისწრაფისა და ეკონომიის შესაბამისად. ამის შემდეგ შეკვეთა გამოჩნდება Earner-ების შეკვეთებში. გამომმუშავებლები, ე.წ. Earner-ები ცვლიან თავიანთ სასაჩუქრე Amazon-ის ბარათებს თქვენს კრიპტოვალუტებში, ისე რომ გაცვლა მომგებიანი გამოვიდეს. Earner-ის თანხმობის შემდეგ თქვენი მონაცემები განიხილება და დადასტურდება შეკვეთის გაგზავნა. 

რატომ უნდა გამოვიყენოთ კრიპტოები 

იტკოინი და ბიტკოინ ქეში - ეს არის უსაზღვრო, სწრაფი და უნივერსალური ვალუტები. არანაირი ბანკები, კომისიები და ფორმები. ისევე, როგორც ინტერნეტმა მოახდინა კომუნიკაციების რევოლუცია, კრიპტოვალუტები ახდენენ იმ საკითხებში რევოლუციას, თუ როგორ ვენდობით და ვახორციელებთ ტრანზაქციებს. 

ამასთან, იგი სწრაფად იზრდება და იკრებს ფასეულობას! 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Purse.io-ს ბიზნეს მოდელი მომწონს საკმაოდ მე. რეალურად, ხალხს აქვთ გიფთ ქარდები, რომლის განაღდებაც უნდათ და ორივე მხარე მოგებული რჩება ამ შემთხვევაში :)

Link to comment
Share on other sites

დღეს გავტესტე ეს სერვისი. 15%-იანი ფასდაკლებით ორდერი აიღეს რამდენიმე წუთში. უკვე გადაუხადეს ფული ამაზონს და ორშაბათს დაიშიფება ალბათ :)

 

როგორც ჩანს, ძალიან დიდი რაოდენობით გაუნაღდებელი gift card-ებია და მზადაა ხალხი პრაქტიკულად ძვირად იყიდოს კრიპტოვალუტა და გაანაღდოს ეს ბარათები.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.