Jump to content

რა გავლენას ახდენს მთვარის დაბალი გრავიტაცია ასტრონავტებზე?


Recommended Posts

ევროპული კოსმოსური სააგენტო ESA ამზადებს ასტრონავტების ახალ თაობას მთვარის ახალი პილოტირებული მისიისთვის. მცირე ხნის წინ დაიწყეს მათთვის საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება, ასტრონავტები აქედანვე ეჩვევიან მძმე სკაფანდრებსა და შეზღუდულ მოძრაობებს. მაგრამ რაც შეეხება დაბალ გრავიტაციას... ეფექტურად რომ ისარგებლონ აღჭურვილობით, საჭიროა, რომ ასტრონავტებმა ისწავლონ გადაადგილება ახალ პირობებშ და, რაც მთავარია, თავი დაიზღვიონ მოსალოდნელი შედეგებისგან. 

image.jpeg 

 

რა გავლენის მოხდენა შეუძია ადამიანის ორგანიზმზე მთვარის გრავიტაციას - ამის გარკვევას ცდილობენ ESA-ს თანამშრომელი დეივიდ გრინი და ინჟინერი ტობიას ვებერი. ამისათვის მათ მოაწყეს ვერტიკალური სარბენი ბილიკი, რომელზეც უნდა იმოძრაონ გამოსაცდელმა ასტრონავტებმა. მათი ჯანმრთელობის მაჩვენებლების შესწავლის შედეგად მკვლევარები აპირებენ შესაძო გართულებების გამოვლენასა და მათი მოგვარების საშუალებების ძიებას. 

რა ემართება ადამიანის ორგანიზმს დაბალი გრავიტაციის პირობებში: 

  • მცირდება ძვლოვანი მასა; 

  • სუსტდება კუნთები; 

  • ჩნდება ფილტვებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები; 

  • იცვლება გემოს აღქმა; 

  • ქვეითდება იმუნიტეტი. 

როგორც ვხედავთ, დაბალი გრავიტაციის პირობებში ყოფნა უარყოფი გავლენას ახდენს ძვლებზე. მეცნიერთა აზრით, მათი ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა მეტი მოძრაობა, საუკეთესო შემთხვევაში კი - ხტომა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის არსებული ტრენაჟორი არ იძლევა საშუალებას - ასტრონავტებმა დიდი ზომის ნახტომები განახორციელონ, ამიტომ სააგენტო გეგმავს მიმართოს NASA-ს და განაგრძოს სისტემა ARGOS-ის შესახებ კვლევა. 

image.jpeg 

სამომავლოდ ESA გეგმავს თავისი სავარჯიშო ტრენაჟორი NASA-ს დონის ინსტრუმენტად აქციოს. ამგვარად სააგენტო შეძლებს გულმოდგინედ მოამზადოს თავისი ასტრონავტები მთვარის მისიებისთვის. თარიღი, თუ როდის შევა ტრენაჟორი ექსპლუატაციაში - უცნობია, თუმცა მას უკვე აქვს სახელი - Luna 2. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სხვათა შორის, კოსმოსისთვის სპეციალური რეზისტენტული ტრენაჟორები არსებობს და აქტიურად იყენებენ, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის შესანარჩუნებლად იქ ზემოთ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.