Jump to content

ინჟინრებმა შექმნეს კონდენციონერი, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს


Recommended Posts

image.jpeg

სტარტაპ SoundEnergy-ს ინჟინრებმა შექმნეს კონდენციონერი, რომელიც მუშაობს ქარხნული წარმოების სითბურ წყაროზე ან მზის ენერგიაზე და არ სჭირდება ელექტროენერგია. მოწყობილობა საშუალებას იძლევა ნაკლები ზიანი მიადგეს ეკოლოგიას და ამცირებს შენობის გაგრილებისთვის საჭირო ხარჯებს - წერს New Atlas. 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის თითქმის 6 მლრდ კონდენციონერში გამოყენებული იქნება მსოფლიო ელექტროენერგის 37%. ეს ზრდა დაკავშირებულია აქტიურად განვითარებად ბაზრებთან ჩინეთსა და ინდოეთში - ქვეყნების მოქალაქეები უფრო შეძლებულნი ხდებიან და ყიდულობენ უფრო მეტ კონდენციონერს ჰაერის ტემპერატურის გლობალური მატების გამო. 

ამჟამად არსებული კონდენციონერები გამოყოფენ ნახშირორჟანგს და ე.წ. გამაგრილებელ აგენტებს (ამგვარი ნივთიერებებია ამიაკი, ფრეონი, ეთილენი, ეთილის ქლორიდი, პროპანი და ა.შ.), რომლებიც ხელს უწყობს გლობალური დათბობის დამაჩქარებელ პროცესებს. 

image.jpeg 

SoundEnergy-ს მიერ შექმნილი მოწყობილობა მუშაობს „სტირლინგის ძრავის“ ანალოგიურად, რომელიც ორასი წლის წინ გამოიგონეს. კონდენციონერში გამოყენებულია ტემპერატურათა სხვაობა აკუსტიკური ტალღების შექმნისთვის მომრგვალებულ მარყუჟიან  მილში და აძლიერებს ამ ტალღებს წნევის ვარდნას იქამდე, სანამ არ მიაღწევს მაღალ ინტენსივობას. მას შემდეგ, რაც სითბოს კლება გარდაიქმნება წნევის ვარდნად, წნევის ვარდნა კვლავ გარდაიქმნება სითბოდ, ამჯერად კი - მინუსიანი ნიშნით. 

კომპანიამ თავისი კონდენციონერების პირველი პარტია უკვე გაყიდა 50 ათას დოლარად. SoundEnergy-ს წარმომადგენლის თქმით, მოწყობილობის წარმოების ზრდის პარალელურად მისი ფასი თანდათან შემცირდება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.