Jump to content

დაცული კრედიტების დეცენტრალიზებული ქსელი მსესხებლებსა და კრედიტორებს საშუალებას აძლევს თავიანთი პირობები დააწესონ


Recommended Posts

image.png

დეცენტრალიზებული, peer-to-peer ქსელი მიზანმიმართულია, რომ მოახდინოს იმ გამოცდილების ოპტიმიზაცია, რომელსაც კრიპტომფლობელები იღებენ თავიანთი აქტივების სესხება-გასესხებისას, ამავე დროს მისცეს მათ საშუალება - თავიანთი პირობებისამებრ წარმართონ საკრედიტო შეთანხმებები. 

Nitrogen-ი (დეცენტრალიზებული P2P ქსელი დაცული კრედიტებისთვის) აცხადებს, რომ მისი მიზანია დაეხმაროს კრიპტოენთუზიასტებს, აამაღლონ ლიკვიდურობა და მართონ რისკები უსაფრთხო და მარტივი მეთოდებით იმგვარად, რომ აქტივები საკუთარი ინტერსებისამებრ გამოიყენონ. 

კომპანიის წარმომადგენელმა, ელის სტორკმა (Alice Stork) Cointelegraph-თან განაცხადა, რომ „Nitrogen-ის მიზანია მოახდინოს კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის სტიმულირება და იმოქმედოს პროფესიონალი ტრეიდერების ქომიუნითს ინტერესების მიხედვით“. 

საკუთარი ქსელის მეშვეობით მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი აქტივები ასესხონ სხვებს პროცენტული სარგებლის  მიღების მიზნით ან პირიქით - ისესხონ აქტივები თავიანთი პორტფელისთვის. 

Nitrogen-ი იმედოვნებს ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდას სხვადასხვა კრიპტოაქტივებში  ინვესტიციების მრავალფეროვნებით. 

Nitrogen-ი თავსებადია Chrome-ან, Opera-სა და Fierfox-ან და იყენებს MetaMask plugin-ს.  ქსელის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ იგი შემუშავებულია ნდობის უზრუნვეყოფისთვის, ეს კი ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია წვდომა მომხმარებლის პრივატულ გასაღებთან (private key-სთან) არანაირ შემთხვევაში. MetaMask-ი ინახავს ამ გასაღებებს მომხმარებლების სახელით და ასრულებს ერთგვარი ხიდის როლს: მათ აკავშირებს Nitrogen-ის სმარტ-კონტრაქტებთან.  Nitrogen-ის შემქმნელები აგრეთვე მუშაობენ სხვა პოპულარული საფულეების ინტეგრაციაზეც, როგორებიცაა Ledger და Trezor. 

Nitrogen-ის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტის ბლოკჩეინი დამოუკიდებელ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ქსელის სმარტ-კონტაქტებით ინტერაქცია ბლოკჩეინის ნებისმიერი ინტერფეისით, რომელსაც ისურვებენ, მაგალითად - Parity-თ და MyEtherWallet-ით სისტემური ხარვეზების ან ჰაკერული თავდასხმების შემთხვევებშიც კი. შედეგად, შესრულებული მნიშვნელოვანი ბიზნეს-ქმედებები, როგორებიცაა ვთქვათ აქტივების უკან გამოთხოვა ან გარიგებების შესრულება - არ დაზარალდება. 

Nitrogen-ის ქსელში განხორციელებული შეთანხმებები გამყარებულია გარანტიით, რომელსაც კრედიტორი მიიღებს, თუკი მსესხებელი არ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და გადაუხდელობის დონე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ამასთან, მსესხებლები ინფორმაციული სისტემისგან მიიღებენ გაფრთხილებას პლატფორმისა და ელექტრონული წერილის მეშვეობით, როდესაც ეს საჭირო იქნება. მათ შეეძლებათ თვალყური ადევნონ საკუთარ მდგომარეობასა და გადახდის ვადებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ექნებათ საკუთარ ექაუნთთან წვდომა. მომხმარებლები ასევე შეძლებენ ისარგებლონ Telegram-ის სპეციალური მხარდაჭის ჯგუფით, რომელიც მათ კითხვებისა და პრობლემების არსებობის დროს გაუწევს დახმარებას. 

Nitrogen-ის თანახმად, პროდუქტი რელევანტურია ყველა დონის კრიპტომომხმარებლებისთვის, იქნება ეს რიგითი მომხმარებლები, ინვესტორები, პროფესიონალი ტრეიდერები თუ ბიზნესმწარმოებელი კაპიტალისტები. 

დღესდღეობით ქსელში გამოიყენება მხოლოდ ეთერიუმისა და ERC-20-ის ტოკენები, თუმცა სამუშაო გუნდი მუშაობს ე.წCross-chain ფუნქციონალის მხარდაჭერაზე, რათა მომხმარებლებმა შეძლონ სხვა ბლოკჩეინების აქტივების, მათ შორის ბიტკოინისა და EOS-ის არჩევა. 

გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ მათ შემოთავაზება ბაზრის ფართო ნაწილს მიიზიდავს: „რადგანაც კრიპტოვალუტების ბაზარი შეუფერხებლად იზრდება, იმგვარი ქსელების პოპულარულობა და პერსპექტიულობა, როგორიც Nitrogen-ია, აუცილებლად გაიზრდება“. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.