Jump to content

ბიტკოინთან დაკავშირებით მოსალოდნელია სამკუთხედის რღვევა ფასების შეკუმშვის გამო


Recommended Posts

image.jpeg

ბიტკოინის ფასი მიმდინარე დღეებში პრაქტიკულად არ იცვლება და შესაძლოა საფუძველი ეყრება კონსოლიდაციის პერიოდიდან გამოსვლას. 

8 იანვარს ლიდერმა კრიპტოვალუტამ 4100 დოლარიან ნიშნულს მიაღწია, შემდეგ კი მოხდა ვარდნა 3500 დოლარამდე, სადაც იგი სავაჭრო ხაფანგში მოექცა. 

„დათვების“ მცდელობა - ფასი 3500-დოლარიანი ნიშნულის ქვემოთ შეენარჩუნებინათ - წარუმატებელი აღმოჩნდა. მძლავრი მხარდაჭერის შედეგად შეინიშნება სამკუთხედი მოდელის ფორმირება ბოლო ორკვირანახევრის განმავლობაში 3600-3500 დოლარიანი დიაპაზონით. 

სტატიის წერის დროს ბიტკოინი Bitstamp-ზე 3550 დოლარად იყიდებოდა, რაც 24-საათიან პერიოდში 0,4 პროცენტიან ცვლილებას წარმოადგენს. 

ხარული გარღვევის ალბათობა დიდია, რადგან ფასები იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერებს (გამყიდველებს) უკვე აღარ ჰყოფნით ძალა. უნდა აღინიშნოს, რომ ხუთშაბათს სავაჭრო დიაპაზონი (ფასის მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის სხვაობა) იმყოფებოდა 12 იანვარს დაფიქსირებულ სამთვიან მინიმუმთან - 45,17 დოლართან ახლოს. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როდესაც სავაჭრო დიაპაზონი ამ თვეში 50 დოლარს ქვემოთ აღმოჩნდა. წინა სამ შემთხვევაში მომდევნო დღეს სავაჭრო დიაპაზონი მკვეთრად ფართოვდებოდა, ასე რომ თუკი ისტორია განმეორდება, უახლოეს პერიოდში გარკვეულ მოძრაობას ვიხილავთ. 

ოთხსაათიანი გრაფიკი: 

image.png 

4 საათიან გრაფიკზე 3600 დოლარს ზემოთ დამაჯერებელი გარღვევა დაადასტურებდა სამკუთხედის რღვევას და გზას გაუხსნიდა 19 იანვარს დაფიქსირებული 3774 დოლარიანი ნიშნულისკენ.   

დაღმავალი სამკუთხედი განიხილება, როგორც დათვური მოძრაობის გაგრძელება და ხშირად სრულდება წინა მოძრაობის დაჩქარებით. შედეგად, კი თუკი ქვედა მიმართულებით გარღვევა დაფიქსირდება, იგი ძვირადღირებული აღმოჩნდება.  

ბიტკოინის მდგომარეობა იმგვარად გამოიყურება, რომ მომდევნო დღეებში დიდი ალბათობით მოხდება სამკუთხედის რღვევა. ფასმა სამკუთხედი ზედა მიმართულებით თუ გაარღვია, ეს მას საშუალებას მისცემს ავიდეს 3700 და 4000-ზე მყოფ წინააღმდეგობის დონეზე. ქვედა მიმართულებით რვევა კი გააძლიერებს დათვური მარკეტის ტრენდს და გაზრდის შანსს - დეკემბრის მსგავსი მინიმუმისკენ -  3100-დოლარიანი ნიშნულისკენ წავიდეს.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

3400$ ჩამოვიდა უკვე კურსი და შეიძლება კიდე დაეცეს ახლო მომავალში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.