Jump to content

მეცნიერებმა უძველესი პერიოდის ხვლიკის რობოტიზირებული ასლი შექმნეს


Recommended Posts

image.jpeg

მსოფლიოს პალეონტოლოგები ცდილობენ მაქსიმუმი გაიგონ შორეულ წარსულში მცხოვრები ცხოველების შესახებ. მათ სურთ გაიგონ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, რითი იკვებებოდნენ და როგორ მოძრაობდნენ. ამ სფეროში დიდი ნაბიჯი გადადგეს შვეიცარიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა - მათ შექმნეს ხვლიკის რობოტიზირებული ჩონჩხი - ხვლიკის, რომელიც 300 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე. იმისათვის, რომ აღედგინათ მისი მოძრაობები რეალისტურად, მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება და გათხრების დროს აღმოჩენილი მონაცემები. შედეგი მეტად საინტერესოა. როგორ გადაადგილდება ხვლიკი-რობოტი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=xztrtNxyZqQ 

image.jpeg 

რობო-ჩონჩხი შექმნილია უძველესი არსების, სახელად Orobates pabsti-ის საფუძველზე. იგი გამოყურებოდა როგორც უზარმაზარი სალამანდრა და იმყოფებოდა ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს არსება იყო გარდამავალი რგოლი ამფიბიასა და ძუძუმწოვარს შორის. მეცნიერებმა სწორედ ეს ხვლიკი ამოარჩიეს ექსპერიმენტისთვის, რადგან შესაძლებელი იყო მისი გაქვავებული ძვლები დაეკავშირებინათ აღმოჩენილ ნაფეხურებთან. 

მოძრავ რობო-ჩონჩხზე მუშაობის პირველ ეტაპზე მეცნიერებმა შეისწავლეს თანამედროვე სალამანდრის, იგუანისა და კაიმანის მოძრაობა-გადაადგილების ტიპები. რენტგენის დახმარებით მკვლევარებმა გაარკვიეს, როგორ დგანან ისინი ვერტიკალურ მდგომარეობაში და როგორ მოძრაობს მათი ხერხემალი და სახსრები მოძრაობის დროს. მიღებული მონაცემები შეუსაბამეს უძველესი ხვლიკის ნაკვალევს და არსების კომპიუტერული მოდელი იმგვარად დააპროექტეს, რომ მოძრაობისას მისი ძვლები და სახსრები არ დაიშალოს. 

Edited by Power_VANO
მილიონი
  • Like 1
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა. 300 მილიონი ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.