Magdalena Posted January 25, 2019 Share Posted January 25, 2019 AMD-სთან დაკავშირებით ორი სიახლე გახდა ცნობილი: პირველი - AMD Navi 10-ის გრაფიკის გამოყენება Microsoft-ის გეიმინგ-კონსოლებში და მეორე - AMD დაკავებულია Ray-Tracing-ს რეალიზებით როგორც პროგრამულ, ასევე აპარატულ დონეზე. თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ამ ფუნქციის მქონე მოწყობილობები როდის გამოვა ბაზარზე. ფოტოს წყარო: AMD რესურსი WCCFTech იტყობინება, რომ ამჟამად არსებული Xbox-ის შთამომავალ კონსოლს საფუძვლად დაედება მაღალი ინტეგრაციის მქონე AMD-ს გადაწყვეტილება - Anubis, რომელშიც გამოთვლით ნაწილზე პასუხისმგებელი იქნება რვაბირთვიანი პროცესორი Zen 2 არქიტექტურით, დისკრეტული გრაფიკა კი წარმოდგენილი იქნება Navi არქიტექტურის 12 TFLOP ბირთვით. GDDR6 ტიპის მეხსიერების მოცულობა იქნება 16 გბ. გამოყენებული იქნება SSD NVMe. ამ კონსოლზე Ray-Tracing-ი რეალიზებული იქნება DirectX-ის მეშვეობით. დანარჩენი დეტალები სავარაუდოდ ცნობილი გახდება GDC 2019-ზე, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება. https://overclockers.ru/hardnews/show/95497/amd-navi-obespechit-sledujuschuju-igrovuju-konsol-microsoft-podderzhkoj-trassirovki-luchej 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.