Jump to content

Meizu Zero – მსოფლიოში პირველი სმარტფონი კონექტორებისა და ღილაკების გარეშე


Recommended Posts

24 იანვარს შედგება vivo APEX 2-ის პრეზენტაცია, ეს იქნება პირველი სმარტფონი ჭრილისა და ღილაკების გარეშე. კომპანია Meizu- კი ერთი დღით დაასწრო კონკურენტს. მან უკვე წარადგინა მოდელი Meizu Zero, რომელიც წარმოდგენილია კონექტორებისა და ღილაკების გარეშე.  

image.jpeg 

23 იანვარს შედგა მოწყობილობის წინასწარი ანონსი, ამიტომ მწარმოებელმა სმარტფონის შესახებ ბევრი დეტალი საიდუმლოდ დატოვა. არაფერი იქნა ნათქვამი ოპერატიული და აშენებული მეხსიერებების მოცულობის შესახებ, ასევე არაა ცნობილი - რა მოცულობისაა ბატარეა. Meizu არ ასახელებს თარიღს, როდის გამოვა სმარტფონი ბაზარზე. ცნობილი გახლავთ, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორზე. Meizu Zero-ს კომერციულ ვარიანტებს კი ექნებათ 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855. შესაბამისად, სავარაუდოა 5G ქსელის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ახალ სმარტფონს არ აქვს კონექტორები და SIM-ბარათის სლოტი. მის ნაცვლად გამოყენებული ინტეგრირებული SIM-ბარათი - eSIM (embedded SIM). აქედან გამმდინარე, ეს სმარტფონი მსოფლიოს ყველა რეგიონისთვის არაა განკუთვნილი. მისი მოხმარება შესაძლებელია მ ქვეყნებში, სადაც კანონით არის დაშვებული eSIM-ის გამოყენება (მათ რიცხვშია აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი).  

image.jpeg 

სმარტფონს ექნება 5,99-დუიმიანი ეკრანი, რომელიც დამზადებულია mSound 2.0 ტექნოლოგიით. მას აქვს მიკროფონისა და დინამიკის ფუნქციები. თავად მატრიცა დამზადებული AMOLED ტექნოლოგიით და აქვს ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რამდენადაც ჯერ კიდევ გასულ წელს ჩნურმა კომპანიამ ერთდოულად სამი ამგვარი სმარტფონი გამოუშვა. დისპლეის გაფართოების შესახებ ცნობილი არ გახლავთ. 

image.jpegimage.jpeg 

კორპუსი მტვრისა და წყლისგან დაცულია IP68 სტანდარტის შესაბამისად. გარეგნულად Meizu Zero მოგვაგონებს Meizu 16th მოდელს. უკანა პანელზე განთავსებულია კამერის ორი მოდული და 6-სეგმენტიანი ფლეშ-განათება. Meizu-ს შეუძლია მაყოს გვერდითი პანელებით, რომლებიც დაწოლაზე რეაგირებენ.  

image.jpeg 

კომპანია ამაყობს საკუთარი უსადენო დატენვის ტექნოლოგიით, რომელზეც ინჟინრები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. იგი 75 პატენტითაა დაცული. საფირმო ტექნოლოგია უზრუნველყოფს 18 ვატიან სიმძლავრეს, ასე რომ Meizu Zero დაიტენება ისეთივე სიჩქარით, როგორც ჩვეულებრივი სმარტფონები USB პორტიდან.  

ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანი. მის საფუძველს წარმოადგენს სენსორი Sony IMX376. ძირითადი კამერა აგებულია გამოსახულების ორი, 12+20 მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზე.  

image.jpeg 

Meizu Zero-ს სხვა მახასიათებლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს Bluetooth 5.0 უსადენო კავშირის მოდული და LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერება. არაფერია ჯერ ცნობლი NFC მოდულზე. როგორც ცნობილია, სმარტფონი გაიყიდება წლის მეორე კვარტლიდან. ფასი უცნობია. იგი წარმოდგენილი იქნება შავი და თეთრი ფერის ვარიაციებად. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.