Magdalena Posted January 23, 2019 Share Posted January 23, 2019 კომპანია Apple-მა, როგორც ჩანს, მოახდინა უსადენო დამტენის - Airpower-ის გამოშვების ორგანიზება. ყოველ შემთხვევაში, წარმოების დაწყების შესახებ იტყობინება რესურსი Digitimes-ი იმ წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მომწოდებელთა არხებიდან გახდა ცნობილი. უსადენო დამტენის, Airpower-ის წარდგენა მოხდა ჯერ კიდევ 2017 წელს. Apple-ის ჩანაფიქრით, ამ დამტენმა უნდა შეძლოს ერთდროულად რამოდენიმე გაჯეტის დამუხტვა - მაგალითად, სმარტ-საათის Apple Watch-ისა და iPhone-ის. AirPower-ის კომერციულ ბაზარზე გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წლისთვის, თუმცა მოწყობილობამ ტექნიკის მაღაზიებამდე ვერ მიაღწია. ცნობილი გახდა, რომ Apple-ის მოწყობილობას პრობლემები აღმოაჩნდა: დამტენის გადახურება, ხარვეზები და ა.შ. მოკლედ, თუკი Digitimes-ის ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, Apple-მა შეძლო ხარვეზების გამოსწორება და ამჟამად უსადენო დამტენი Airpower-ი უკვე მზადაა გაყიდვაში გაეშვას - ეს მოხდება „მოგვიანებით 2019 წელს“. თავად კომპანია Apple ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. https://3dnews.ru/981487 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.