Jump to content

გამოჩნდა ინფორმაცია Samsung Galaxy S10-ისა და დასაკეცი სმარტფონის - Galaxy Fold-ის ფასების შესახებ


Recommended Posts

20 თებერვალს კომპანია Samsung-ი წარადგენს რამოდენიმე ფლაგმანს Galaxy S10 სერიიდან. სხვადასხვა ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამხრეთკორეულმა კომპანიამ უნდა დააანონსოს სამიდან ექვსამდე ახალი მოწყობილობა. ამჟამად კი უკვე ცნობილი გახდა Galaxy S10-ის, აგრეთვე Lite და Plus-ვერსიების ევროპული ფასები. გაჟღერდა დასაკეცი სმარტფონის - Galaxy Fold-ის ღირებულებაც. 

image.jpeg 

სამივე „ჩვეულებრივი“ სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Pie-სა და საფირმო One UI-ზე. ფლაგმანების საფუძველი იქნება ერთკრისტალიანი სისტემა Exynos 9820 ან Snapdragon 855 იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონისთვის იქნება სმარტფონი განკუთვნილი. ამ დროისთვის ცნობილია მომავალი სმარტფონების ფასები იტალიური ბაზრისთვის. ევროპის სხვა ქვეყნების ფასები პრაქტიკულად მისგან განსხვავებული არ იქნება, თუმცა დიდ ბრიტანეთში შესაძლოა 10-20 %-ით ძირი აღმოჩნდეს. მაშ ასე, მომავალი სამი სმარტფონის ფასები ამგვარია: 

  • Samsung Galaxy S10 Lite – 6 გბ ოპერატიული + 128 გბ ფლეშ-მეხსიერება – 779 ევრო; 

  • Samsung Galaxy S10 – 6 გბ ოპერატიული + 128 გბ ფლეშ-მეხსიერება – 929 ევრო; 

  • Samsung Galaxy S10 – 8 გბ ოპერატიული + 512 გბ ფლეშ-მეხსიერება – 1179 ევრო; 

  • Samsung Galaxy S10 Plus – 6 გბ ოპერატიული + 128 გბ ფლეშ-მეხსიერება – 1049 ევრო; 

  • Samsung Galaxy S10 Plus – 8 გბ ოპერატიული + 512 გბ ფლეშ-მეხსიერება – 1299 ევრო; 

  • Samsung Galaxy S10 Plus – 12 გბ ოპერატიული + 1 ტბ ფლეშ-მეხსიერება  – 1599 ევრო. 

როგორც ხედავთ, უფროს მოდელი 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 1 ტერაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით იქნება წარმოდგენილი. ამ დროისთვის ბაზარზე მსგავსი მოწყობილობა ჯერ არ არსებობს. არის მოდელები, რომელთაც აქვთ ცალკე 12 გბ ოპერატიული მეხსიერება ან 1 ტბ სამომხმარებლო. ასეთებია Lenovo Z5 Pro GT და Smartisan R1, შესაბამისად. 

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მეათე თაობის მოდელები ბევრად ძვირადღირებული იქნება წინამორბედებთან შედარებით. ფასების ზრდა იმის ფონზე, რომ სმარტფონებზე მოთხოვნა მცირდება - ამგვარი ქმედება Samsung-ს მხრიდან ცოტა უცნაურად გამოიყურება. 

image.png

 

და ბოლოს -  სამივე მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება შავ, თეთრ და მწვანე ფერთა ვარიაციებად. თუმცა, Samsung Galaxy S10 Lite-ს ყვითელი ვარიანტის შეძენაც შესაძლებელი იქნება, Plus-ვერსია კი კერამიკული კორპუსით იქნება წარმოდგენილი. მომავალი ფლაგმანების გაყიდვა დაიწყება 2019 წლის 8 მარტიდან. რაც შეეხება დასაკეც სმარტფონს - Samsung Galaxy Fold-ს, მისი ფასი დაახლოებით 2 ათასი ევრო იქნება. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

26 აპრილს იქნება ხელმისაწდომი Galaxy Fold 1980$ ად

 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.