Jump to content

კრიპტო-ბაზარი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი bear-მარკეტის გზაზე იმყოფება


Recommended Posts

image.png

CCN.com-ის თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზარი იმყოფება გზაზე - გამოსცადოს ყველაზე გრძელვადიანი „დათვების მარკეტი“ თავისი ათწლიანი არსებობის ისტორიაში. 

როგორც CNBC-ის წამყვანმა კრიპტო-ტრეიდერმა, Ran Neuner-მა განაცხადა, თუკი მიმდინარე bear-მარკეტი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, იგი გადააჭარბებს 420-დღიან კორექციას, რომელიც კრიპტო-მარკეტმა განიცადა 2014-2015 წლებში. 

„თუკი ეს bear-მარკეტი კიდევ ერთი თვით გაგრძელდება, იგი ყველაზე ანგრძლივი იქნება ისტორიაში. 2014-2015 წლებში იგი 420 დღე გაგრძელდა, 2018-2019 წელს კი - უკვე 390 დღეა“ - თქვა ნოინერმა. 

2017 წელს კრიპტოვალუტების სექტორზე დაფიქსირდა ყველაზე დიდი bull-მარკეტის დემონსტრაცია. ბიტკოინის ფასი 1000-დან 20 ათას დოლარამდე გაიზარდა, დანარჩენი უმსხვილესი კრიპტო-აქტივები კი, მაგალითად Ethereum-ი და Ripple – 12 თვის მანძილზე ორასჯერ გაიზარდა.  

2017 წლის დეკემბერში, როდესაც კრიპტო-ბაზარმა ფასის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია -  800 მილიარდ დოლარზე მეტს -  ეთერიუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, Vitalik Buterin-მა ივარაუდა, რომ ბაზრის ღირებულება არ არის მდგრადი იმ პროგრესის არარსებობის გამო, რომელიც მიიღწევა ბლოკჩეინის საბაზისო პროტოკოლებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისგან (dApps).  

Buterin-მა ასევე განაცხადა:  

„ამრიგად, კრიპტოვალუტების ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია დღესდღეობით აღწევს 0,5 ტრილიონ დოლარს. მაგრამ ეს ჩვენ გამოვიმუშავეთ? რამდენი აპლიკაცია შევქმენით, რომელთაც არსებითი გამოყენება აქვთ? ამ კითხვებზე პასუხი უმნიშვნელოვანესია. ეს მაჩვენებელი - 0,5 ტრილიონი - არ არის საკმარისი“.  

მას შემდეგ კრიპტო-ბაზრის ფასი 500 მილიარდიდან 119 მილიარდამდე ჩამოვიდა, რაც 76,2%-ზე მეტ კლებას შეადგენს. ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით კი კრიპტოვალუტების ბაზრის ღირებულება 85%-ით შემცირდა. 

image.png 

ბაზარმა პიკს 2017 წლის ბოლო პერიოდში მიაღწია და შეადგინა 0,8-ტრილიონიანი მაჩვენებელი. 

მიმდინარე bear-მარკეტი, სავარაუდოდ, კორექტირების ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი იქნება ცნობადობის იმ დონის გამო, რომელიც აქტივების კლასმა მიიღო 2017 წლის ბოლოს. 

უამრავი ახალი ივესტორი და ინდივიდუალური მოვაჭრე შევიდა კრიპტოვალუტების სეგმენტში ბაზრის ღირებულების პიკის დროს და მცირე პერიოდში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 

Vinny Lingham-მა, რომელიც საწარმოო კაპიტალის ინვესტორი და Civic-ის გენერალური დირექტორია, განაცხადა, რომ bear-მარკეტის გამო ინვესტორების ფსიქოლოგიის აღდგენას  შესაძოა დიდი დრო დასჭირდეს, რაც თავის წვლილს შეიტანს კორექტირების ვადაში 2019 წელს. 

2018 წელს Lingham-მა განაცხადა: 

ვფიქრობ, რომ ფასი დარჩება 3 ათასიდან 5 ათასის დიაპაზონში სამი-ექვსი თვის განმავლობაში. არ მგონია, რომ ამჟამად გავარღვევთ 3-ათასიან დონეს. ვთვლი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უამრავი შესყიდვაა ამ ნიშნულის ირგვლივ. თუკი უახლოესი სამი-ექვსი თვის განმავლობაში არ გავალთ bear-მარკეტის ციკლიდან, 3-ათასდოლარიანი დონე შეიძლება დავკარგოთ“. 

თუკი თებერვლის ბოლოს კრიპტო-ბაზარი დარჩება 100-დან 400 მილიარდამდე დიაპაზონში, ეს წელი ოფიციალურად დასახელდება ყველაზე ცუდ წელიწადად და ყველაზე გრძელვადიანი bear-მარკეტის პერიოდად ისტორიის მანძილზე 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

საქმე იმაშია რომ ეგეთი პერიოდი შეიძლება კიდე 1-1.5 წელი შეიძლება გაიწელოსო, იყო უკვე დაახლოებით ეგეთივე პერიოდი 2013-2015 წლებშიც, ნუ მაშინ კაპიტალიზაცია და ფასები სხვა ქონდა მაგრამ შედარება შეიძლება ეხლანდელ პერიოდთან, წესით ყველაზე ცუდ შემთხვევაში 2020 წლიდან მაინც დაიწყება რეგულარული ფასის ზრდა ისევ, ანუ ეგ პერიოდი ვეჩნათ არ გაგრძელდება კრიპტოვალუტის ბაზარზე და სულ ფასის დაცემები და bear მარკეტი არ უნდა გაგრძელდეს წლების მანძილზე, ამ ეტაპზე ძირითადათ შესყიდვები მიდის გაიაფებული კრიპტოვალუტის და იხვეწება ტეხნოლოგიებიც სხვადასხვა სექტორებში, მაგის შემდეგ წესით ისევ დაგაზავს, აქამდე ბიტკოინი არაერთხელ დაასაფლავეს არაღაფერი ეშველებაო უკვე, მაგრამ მერე რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაგაზა და გაიზარდა კურსი

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.