Magdalena Posted January 22, 2019 Share Posted January 22, 2019 ცნობილი გერმანელი ოვერქლოქერი Der8auer-ი თავის ტრადიციულ საკვირაო ტრანსლაციაში პასუხობდა გამომწერების კითხვებს. ბოლო ეთერისას მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია - 7-ნანომეტრიანი Ryzen პროცესორებით შესაძლებელი იქნება 5 გიგაჰერც სიხშირემდე მიღწევა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მანამდე საუბარი ეხებოდა ჰაერით გაგრილების სისტემის ეფექტურობას, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხსენებული შედეგი მიღწეული იქნება წყლის ბლოკების ან ფაზური გაგრილების სისტემების გარეშე. ფოტოს წყარო: YouTube, Der8auer მრავალბირთვიან პროცესორებს შეუძლია ააჩქარონ ცალკეული ბირთვი ავტომატურად, ამიტომ არ ღირს ჩავთვალოთ, რომ 5 გჰც სიხშირეზე აუცილებლად იმუშავებს მესამე თაობის Ryzen-ის რვავე ბირთვი და მითუმეტეს, თუ მათი რაოდენობა 16 იქნება რვის ნაცვლად - ახალი პროცესორების ევოლუციის ამგვარი გზა ახსენა AMD-ს ხელმძღვანელმა ინტერვიუში CES 2019-ზე. გერმანელი ენთუზიასტი საკუთარ პროგნოზებში ხელმძღვანელობს გათვითცნობიერებული ინფორმატორების ცნობების მიხედვით, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი მოლოდინი აუცილებლად გამართლდება. https://overclockers.ru/hardnews/show/95444/der8auer-verit-chto-7-nm-processory-ryzen-pokoryat-rubezh-5-ggc 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.