Magdalena Posted January 22, 2019 Share Posted January 22, 2019 როგორც რესურსი The Financial Times იტყობინება, კომპანია Spotify აპირებს გამოუშვას ავტომობილისთვის განკუთვნილი მუსიკალური მოწყობილება, რომელიც ხმოვანი ბრძანებებით იმართება. გასული წლის აპრილში Spotify-მ ამგვარი მოწყობილობის შესახებ ირიბად აცნობა საზოგადოებას სარეკლამო რგოლის საშუალებით. ამჟამინდელი ცნობები კი ადასტურებს ამგვარი მოწყობილობის რეალურობას. როგორც ცნობილია, ეს მოწყობილობა დაახლობით 100 დოლარი ეღირება. Spotify-ს ინტერესი ავტომობილების მიმართ გასაკვირი არ არის: ამ სფეროში დომინანტობისთვის დღესდღეობით ბევრი წამყვანი კომპანია იბრძვის, მათ შორისაა Apple (CarPlay), Google (Assistant და Android Auto) და Amazon (Alexa). Spotify-ს პირველი მოწყობილობა მომხმარებელს მუსიკებს შესთავაზებს პირდაპირი გზით და არა Apple CarPlay-ს ან Google Android Auto-ს საშუალებით. მოწყობილობა სინქრონიზდება ავტომობილის სტერეოსისტემებთან Bluetooth-ის მეშვეობით ისევე, როგორც სმარტფონი. მასზე ხელმისაწვდომი იქნება ღილაკები, რომელთა მომართვაც შესაძლებელი იქნება რჩეული ფლეილისთის ასაწყობად. მოწყობილობას ექნება ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა - დაახლოებით ისეთივე, როგორიც აქვს Spotify-ის მობილურ აპლიკაციას. სხვა აპარატული ფუნქციები (მეხსიერების მოცულობა, LTE-მხარდაჭერა და ა.შ) ჯერჯერობით არ ხმაურდება. Spotify-ს სპეციალიზებული მოწყობილობის გამოყენება, რომელიც მუდმივად ავტომობილშია განთავსებული, ბევრად მოსახერხებელი იქნება, ვიდრე მუდმივი მანიპულაციები სმარტფონით, რათა მომხმარებელმა ჩართოს სასურველი მუსიკა Bluetooth-ით. იგი ასევე უფრო უსაფრთხოც იქნება. Bluetooth-თან თავსებადი სტერეოსისტემებით მომუშავე მოწყობილობა Spotify-ს პოტენციურად საშუალებას აძლევს მოიზიდოს მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრი, თუმცა მომხმარებელების დარწმუნება, რომ საჭიროა ამგვარი გაჯეტის შეძენა, საკმაოდ რთული იქნება თავად აშშ-შიც კი, სადაც Spotify მეტად პოპულარულია. https://3dnews.ru/981392 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.