Jump to content

გამოქვეყნდა AMD Radeon VII-ის წარმადობის მაჩვენებლები 26 თამაშში


Recommended Posts

როგორც უკვე ვიცით, კორპორაცია AMD-მ დააანონსა ახალი 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათი Radeon VII. სამწუხაროდ, მოკლე დემონსტრაციის ფარგლებში შუეძლებელი იყო ახალი ბარათის რეალური წარმადობის შეფასება. ამჟამად კი პორტალ computerbase.de-ზე გამოჩნდა ინფორმაცია თამაშებში მისი წარმადობის შესახებ. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათის ტესტირება მიმდინარეობდა Intel Core i7-7700K პროცესორით, რომელიც წარმოდგენილია 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით 3000 მჰც სიხშირეზე. ყველა თამაშში ტესტირება განხორციელდა მასიმალურ შესაძლო კონფიგურაციებსა და 4K ფორმატზე (3840×2160 პიქსელი), გამოყენებული იყო დრაივერი Adrenalin 18.50. უფრო თვალსაჩინო შედარებისთვის შედეგებზე ასევე ნაჩვენებია Radeon RX Vega 64-ის წარმადობა და Radeon VII-ის წარმადობის პროცენტული ზრდა. 

Radeon VII image.png 

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ Radeon VII შეიცავს 3840 ნაკადურ პროცესორს, 240 ტექსტურულ და 64 რასტრულ ბლოკს. საბაზისო სიხშირე 1450 მეგაჰერცის ტოლია, boost-სიხშირე კი აღწევს 1800 მეგაჰერცს. ვიდეომეხსირების სიჩქარეა 2000 მეგაჰერცი, რაც 4096-ბიტიანი HBM2 bus-ით უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ სიჩქარეს. AMD Radeon VII თებერვლიდან გაიყიდება 699 აშშ დოლარად.  

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.