Magdalena Posted January 21, 2019 Share Posted January 21, 2019 როგორც უკვე ვიცით, კორპორაცია AMD-მ დააანონსა ახალი 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათი Radeon VII. სამწუხაროდ, მოკლე დემონსტრაციის ფარგლებში შუეძლებელი იყო ახალი ბარათის რეალური წარმადობის შეფასება. ამჟამად კი პორტალ computerbase.de-ზე გამოჩნდა ინფორმაცია თამაშებში მისი წარმადობის შესახებ. ვიდეო ბარათის ტესტირება მიმდინარეობდა Intel Core i7-7700K პროცესორით, რომელიც წარმოდგენილია 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით 3000 მჰც სიხშირეზე. ყველა თამაშში ტესტირება განხორციელდა მაქსიმალურ შესაძლო კონფიგურაციებსა და 4K ფორმატზე (3840×2160 პიქსელი), გამოყენებული იყო დრაივერი Adrenalin 18.50. უფრო თვალსაჩინო შედარებისთვის შედეგებზე ასევე ნაჩვენებია Radeon RX Vega 64-ის წარმადობა და Radeon VII-ის წარმადობის პროცენტული ზრდა. Radeon VII ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ Radeon VII შეიცავს 3840 ნაკადურ პროცესორს, 240 ტექსტურულ და 64 რასტრულ ბლოკს. საბაზისო სიხშირე 1450 მეგაჰერცის ტოლია, boost-სიხშირე კი აღწევს 1800 მეგაჰერცს. ვიდეომეხსირების სიჩქარეა 2000 მეგაჰერცი, რაც 4096-ბიტიანი HBM2 bus-ით უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ სიჩქარეს. AMD Radeon VII თებერვლიდან გაიყიდება 699 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Andrekon/show/23618/opublikovany-dannye-o-proizvoditelnosti-amd-radeon-vii-v-26-igrah 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.