Jump to content

PCI Express 5.0 სტანდარტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება


Recommended Posts

ორგანიზაცია PCI Special Interest Group-მა (PCI SIG), რომლის მოვალეობაშიც შედის მონაცემთა გადაცემის სტანდარტების შემუშავება და განვითარება PCI-ის ბაზაზე, განაცხადა PCI Express 5.0-ის სპეციფიკაციის 0.9 ვერსიის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ მუშაობა ახალ სტანდარტზე შედის ფინალურ ფაზაში. 

ბოლო რამდენიმე წელია პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარება გაჩერდა „ძველ“ PCI Express 3.0-ის სტანდარტზე მონაცემთა გადაცემის 8გბ/წ სიჩქარით, მაგრამ PCI Express 4.0 სტანდარტის სწრაფი გამოჩენა AMD-ს პროდუქტებში გააორმაგებს ამ მონაცემებს 16 გბ/წ-მდე. სავარაუდოდ, PCI Express 4.0-ს მალევე ჩაანაცვლებს ახალი PCI Express 5.0, რომელზეც უკვე მიდის მუშაობა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ორივე სტანდარტი პარალელურ რეჟიმში დაინერგოს 

image.jpeg 

PCI Express 5.0 სტანდარტის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაუტოლდება 32 გბ/წ-ს, ამასთან ის გამოიყენებს 128b/130b კოდირებას, რაც საშუალებას მიცემს მთლიანი სიჩქარე გაიზარდოს 128 გბ/წ-მდე. ახალი სტანდარტი ითვალისწინებს სიგნალის გაუმჯობესებას და შეყოვნების შემცირებას, ასევე PCI-ის ძველ ვერსიასთან ადაპტაციას. 

სავარაუდოა, რომ PCI Express 5.0 გამოყენებას ჰპოვებს მაღალი წარმადობის სისტემებში, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, მანქანურ სწავლებასთან, მონაცემთა დამუშავებასა და მოდელირებასთან. საბოლოო ვერსია 1.0 უნდა გამოვიდეს 2019 წლის პირველ კვარტალში. 

 

 

image.jpeg 

 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ალბათ თავიდან დატაცენტრებში უფრო გამოვიყენებთ. დესკტოპ კომპებში ჯერ ამხელა ტრაფიკის მოთხოვნა არ გვაქვს.

თუმცა, M.2 სლოტებისთვის უკვე კარგი იქნება, მეტის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.