Magdalena Posted January 19, 2019 Share Posted January 19, 2019 ორგანიზაცია PCI Special Interest Group-მა (PCI SIG), რომლის მოვალეობაშიც შედის მონაცემთა გადაცემის სტანდარტების შემუშავება და განვითარება PCI-ის ბაზაზე, განაცხადა PCI Express 5.0-ის სპეციფიკაციის 0.9 ვერსიის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ მუშაობა ახალ სტანდარტზე შედის ფინალურ ფაზაში. ბოლო რამდენიმე წელია პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარება გაჩერდა „ძველ“ PCI Express 3.0-ის სტანდარტზე მონაცემთა გადაცემის 8გბ/წ სიჩქარით, მაგრამ PCI Express 4.0 სტანდარტის სწრაფი გამოჩენა AMD-ს პროდუქტებში გააორმაგებს ამ მონაცემებს 16 გბ/წ-მდე. სავარაუდოდ, PCI Express 4.0-ს მალევე ჩაანაცვლებს ახალი PCI Express 5.0, რომელზეც უკვე მიდის მუშაობა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ორივე სტანდარტი პარალელურ რეჟიმში დაინერგოს. PCI Express 5.0 სტანდარტის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაუტოლდება 32 გბ/წ-ს, ამასთან ის გამოიყენებს 128b/130b კოდირებას, რაც საშუალებას მისცემს მთლიანი სიჩქარე გაიზარდოს 128 გბ/წ-მდე. ახალი სტანდარტი ითვალისწინებს სიგნალის გაუმჯობესებას და შეყოვნების შემცირებას, ასევე PCI-ის ძველ ვერსიასთან ადაპტაციას. სავარაუდოა, რომ PCI Express 5.0 გამოყენებას ჰპოვებს მაღალი წარმადობის სისტემებში, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, მანქანურ სწავლებასთან, მონაცემთა დამუშავებასა და მოდელირებასთან. საბოლოო ვერსია 1.0 უნდა გამოვიდეს 2019 წლის პირველ კვარტალში. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23551/rabota-nad-standartom-pci-express-50-blizka-k-svoemu-zaversheniju 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 19, 2019 Share Posted January 19, 2019 ალბათ თავიდან დატაცენტრებში უფრო გამოვიყენებთ. დესკტოპ კომპებში ჯერ ამხელა ტრაფიკის მოთხოვნა არ გვაქვს. თუმცა, M.2 სლოტებისთვის უკვე კარგი იქნება, მეტის მიღწევა იქნება შესაძლებელი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.