Jump to content

მომავალ iPhone-ს მთელი რიგი ცვლილებები ექნება კონსტრუქციისა და კამერების კუთხით (რენდერები)


Magdalena

Recommended Posts

მომავალი iPhone, პირობითი სახელით iPhone XI ცვლილებებით იქნება წარმოდგენილი. შემცირდება ჭრილი ეკრანზე, რაც ბოლო დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელია. ფრონტალური და უკანა კამერებიც შეიცვლება აპარატის შიდა დიზაინის მსგავსად. 

image.jpeg

 

რამოდენიმე დღის წინ CompareRaja- და @OnLeaks-მა საზოგადოებას გაუზიარეს iPhone 2019-ის რენდერები. გამოსახულებებიდან ჩანს, რომ არსებითად განახლებულია სმარტფონის უკანა პანელი, შიდა კომპონენტებს კი შესაძლოა კიდევ უფრო შეეხოს ცვლილებები. გამოჩნდა გარკვეული ახალი ინფორმაცია ახალი სმარტფონის შესახებ. 

image.jpeg 

Apple ტრადიციულად კონსერვატორული იყო, როდესაც საქმე ეხებოდა ფრონტალურ კამერას (FaceTime კამერა), თუმცა iPhone XI-ში იგი ბევრად გაუმჯობესებული სახით წარმოგვიდგება. მიუხედავად ეკრანის ჭრილის მნიშვნელოვნად შემცირებისა, მომავალ სმარტფონს დიდი ალბათობით ექნება 10-მეგაპიქსელიანი ფრონტალური სენსორი. Apple ასევე განაახლებს სისტემა TrueDepth-ს, რათა უკეთ გახდეს შესაძლებელი ადამიანის თვალისთვის უხილავი ფერების აღქმა. 

image.jpeg 

ახალ iPhone-ს ქნება უფრო დიდი მოცულობის მქონე ბატარეა (გავრცელებული ხმების თანახმად 4000 მილიამპერი/სთ). სევე ვრცელდება ხმები  Lightning პორტის USB-C პორტით ჩანაცვლებაზე. 

image.jpeg 

შესაძლებელია, რომ უკანა კამერა სმარტფონის ცენტრში განთავსდეს. წყაროს ინფორმაციით, კამერას ექნება 10+14-მეგაპიქსელიანი ენსორები და კიდევ ერთი სენსორი, რომლის რეზოლუციაც არ ხმაურდება. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ყველაზე დიდი ცვლილება იყოს, რაც Apple-მა უკანა კამერის დიზაინში შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარიანტი უკეთესია, ვიდრე კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტი - კამერების „კვადრატული“ მასივი. (იხ.ფოტოზე) 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.