Jump to content

MasterCard-ი კრძალავს ბარათებიდან თანხის ავტომატურ ჩამოჭრას გამოწერის გასაგრძელებლად


Recommended Posts

ცოტა ხნის წინ საერთაშორის საგადასახადო სიტემამ, MasterCard-მა განაახლა თავისი ლოგოტიპი, რაც გამოიხატა ასოების მოშორებით. ახლა ის ავრცელებს ინფორმაციას იმ სიახლის შესახებ, რომელიც უთუოდ გაახარებს ბარათების მფლობელებს. 

image.png 

სავარაუდოდ, MasterCard-ის მფლობელების უმეტესობა ხვდებოდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათ დაუკითხავად ანგარიშიდან ეჭრებოდათ გარკვეული თანხა ამა თუ იმ სერვისის გამოწერის გასაგრძელებლად საცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სერვისების უმეტესობა საშუალებას აძლევს თავის მომხმარებელს, თვითონ გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ამ სერვისით სარგებლობას, თუმცა მომხმარებელი ხშირად ივიწყებს ამას, რის შედეგადაც მის დაუკითხავად ბარათიდან ეჭრება გარკვეული ოდენობის თანხა. ამ ფაქტის შესახებ ის იგებს შეტყობინების მოსვლის შემდეგ, იწვევს მის გულსწყრომას და/ან ფულის დაბრუნების გაჭიანურებულ პროცედურას. 

MasterCard-ი უთუოდ გადაიღალა ტრანზაქციების ხშირი გაუქმებით. შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების, აპლიკაციბის და სხვადასხვა შინაარსის მქონე ინფორმაციის გამყიდველებს დაჭირდებათ მომხარებლის „უსათუო თანხმობა“ მანამ, სანამ მას ანგარიშიდან ჩამოაჭრიან თანხას სერვისით სარგებლობის გამო ან მის გასაგრძელებლად. უფრო მეტიც, ახლა უკვე ისინი ვალდებულნი არიან ბარათის მფლობელს მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის და რამდენი უნდა გადაუხადოს. ამასთან ერთად კლიენტს უნდა გადაეგზავნოს ინფორმაცია ხელმოწერის გაუქმების დეტალური ინსტრუქციით. 

დღეისთვის არ ვიცით, როგორ შეძლებს MasterCard-ი აღნიშნული ჩანაფიქრის აღსრულებას და როდის შევა აღნიშნული ცვლილებები ძალაში. ასევე, გაურკვეველია ჯერ, აღნიშნული სიახლე შეეხება ყველას, თუ მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს ან რეგიონს. 

 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი იქნება თუ Visa/AMEX-ით აყვებიან ამას. მუდმივად პრობლემურია ეს საბსქრიფშენები და განსაკუთრებით Trial-ები.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ახალი აღბული მაქვს MasterCard ბარათი ლოგოტიპიც ახალი აქვს

და მაქვს ასეთი პრობლემა .Paypal-ზე ბარათს ვეღარ ვაბავ

და თუ იცით აღნიშნული ცვლილებების გამო მაქვს ეს პრობლემა?

 

Link to comment
Share on other sites

On 1/31/2019 at 8:21 PM, Wizard said:

ახალი აღბული მაქვს MasterCard ბარათი ლოგოტიპიც ახალი აქვს

და მაქვს ასეთი პრობლემა .Paypal-ზე ბარათს ვეღარ ვაბავ

და თუ იცით აღნიშნული ცვლილებების გამო მაქვს ეს პრობლემა?

 

მიზეზს არ წერს არაფერს?

Link to comment
Share on other sites

42 minutes ago, Power_VANO said:

მიზეზს არ წერს არაფერს?

კი ამას მიწერს

This card is not accepted. Please use a different card.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Wizard said:

კი ამას მიწერს

This card is not accepted. Please use a different card.

Visa სცადე აბა, თუნდაც ელექტრონი. ვიზა ყველაზე უპრობლემო იყო ხოლმე ფეიფალზე.

Link to comment
Share on other sites

MasterCard ბარათს ძველი ლოგოტიპით უპრობლემოდ ვაბავ Paypal-ის ანგარიშს

ახალ აღებულ MasterCard ბარათს ვერ ვაბავ

Visa ბარათს ავიღებ მაშინ.

დიდი მადლობა გაიხარე რჩევისთვის

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.