Magdalena Posted January 18, 2019 Share Posted January 18, 2019 AMD-ს წარმომადგენლები 7-ნანომეტრიანი Ryzen Matisse-თაობის პროცესორის დემონსტრაციის შემდეგ უკვე ცალსახად ადასტურებენ, რომ თავისუფალი სივრცე არ იქნება გამოყენებული გრაფიკული ქვესისტემის კრისტალისთვის. შესაძლოა ეს ადგილი გამომთვლელი ბირთვის მეორე კრისტალმა დაიკავოს. გარდა ამისა, მათ განმარტეს, რომ ორი კრისტალის ასიმეტრიული განლაგება გარდაუვალს ხდის კონტაქტების ოპტიმიზაციას. ფოტოს წყარო: AMD იტალიური რესურსის, Bits&Chips.it-ის ინფორმაციის თანახმად, მრავალკრისტალიანი სისტემა ზრდის ინფორმაციის გადაცემის შეფერხების დონეს. სწორედ ამიტომაა 7-ნანომეტრიანი პროცესორები ინტეგრირებული გრაფიკით და მათი უახლოესი „შთამომავლებიც“შეინარჩუნებენ ერთკრისტალიან სისტემას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კერძო აზრია და არაა დადასტურებული პოზიცია თავად AMD-ს მიერ. სამაგიეროდ, წყარო დარწმუნებულია, რომ PCI Express 4.0 და PCI Express 3.0 რეჟიმებს შორის ცვლილებები გავლენას მოახდენს პირველი 7-ნანომეტრიანი პროცესორების წარმადობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Intel-ისა და AMD-ს თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს პროცესორების ეგრეთ წოდებული Kaby Lake-G თაობა, რომლებშიც გაერთიანებულია EMIB კრისტალი და დისკრეტული გრაფიკული პროცესორი AMD Vega. https://overclockers.ru/hardnews/show/95398/blizhajshie-gibridnye-processory-amd-sohranyat-monolitnyj-kristall 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.