Jump to content

სმარტ-ასისტენტის სპიკერზე დასამაგრებელი, სოკოს ფორმის „ქუდი“ მოსმენისგან დაიცავს მომხმარებელს


Recommended Posts

image.jpeg

Project Alias-ის  დანიელმა გამომგონებლებმა შექმნეს სმარტ-სპიკერისთვის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს მოსმენისგან დაიცავს. მოწყობილობა მიკროფონში თეთრ ხმაურს ქმნის, სანამ მფლობელისგან არ გაიგონებს კოდურ სიტყვას - ნათქვამია ერთ-ერთი შემქნელის, ბიორნ კარმანის საიტზე. 

ინჟნრების მიერ შექმნილი მოწყობილობა სმარტ-სპიკერების შემქმნელებს, მაგალითად Amazon-სა და Google-ს არ აძლევს საშუალებას, მოისმინონ და შეაგროვონ ინფორმაცია მომხმარებლებზე.  

მოწყობილობას სოკოს ქუდის ფორმა აქვს, იგი დამზადებულია 3D პრინტერით. აქვს ინტეგრირებული ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi, ორი მიკროფონი და ორი დინამიკი. კომპიუტერზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებსა და ჰაკერებს არ აძლევს საშუალებას - უსმინონ და მოიპარონ ინფორმაცია სპიკერის მფლობელზე - როდესაც დინამიკი აქტიურ მდგომარეობაშია, მოწყობილობა ახშობს ხმას. 

 

image.jpeg

 

მას შემდეგ, როგორც კი მფლობელი წარმოთქვამს კოდურ სიტყვას, დინამიკი შეწყვეტს ხმის ჩახშობას და ჩუმად წარმოთქვამს ორიგინალურ სააქტივაციო ფრაზას, მაგალითად, Ok, Google”. 

2018 წლის მაისში იყო შემთხვევა, როდესაც Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალის და მისი მეუღლის საუბარი და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა.  

მსგავსი შემთხვევა მოხდა დეკემბერშიც - Amazon-ის გერმანელმა მომხმარებელმა კომპანიას სთხოვა საკუთარი ანაწერების ფაილების გამოგზავნა, რომლებიც ეხებოდა მის მოქმედებებს, შენაძენებსა და გადაადგილებას. მიღებულ ZIP-არქივში კი მან Amazon Alexa-ს მიერ ჩაწერილი სხვა პიროვნების 1700 ფაილი აღმოაჩინა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.