Jump to content

Oppo ადასტურებს, რომ სმარტფონების კამერებს ექნებათ 10x ზუმი


Recommended Posts

image.png

კომპანია Oppo-მ დაადასტურა, რომ მუშაობს სისტემაზე, რომლითაც სმარტფონების კამერები მიიღებენ ათმაგი ზუმის მქონე ობიექტივებს. ტექნოლოგია 5x ზუმის ანალოგიურია. მისი დემონსტრაცია კომპანიამ რამოდენიმე წლის წინ მოახდინა. ტექნოლოგიის მიხედვით გამოყენებულია სმარტფონის მთელი სიგანე პერისკოპის მსგავსი ლინზის გამოსაყენებლად. 

image.jpeg 

სრულფასოვანი ანონსის ნაცვლად კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ თიზერი წარადგინა. როგორც ფოტოზე ვხედავთ, ეს არის სამი ობიექტივის კომბინაცია, მათგან ერთში გამოყენებულია პერისკოპის კონსტრუქცია სარკით. Oppo-მ განაცხადა, რომ საზოგადოებას ახალ კამერას წარუდგენს შემდეგ თვეში MWC 2019-ზე. შეგახსენებთ, რომ MWC 2017-ზე კომპანიამ წარადგინა 5x ოპტიკური ზუმი, სადაც ორი ობიექტივი იყო გამოყენებული. 

სამწუხაროდ, 5x ზუმიანი კამერა ბოლო ორი წლის განმავლობაშ Oppo-ს არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტში არ გამოჩენილა. ვიმედოვნებთ, რომ ახალ, გაუმჯობესებულ კამერას უკეთესი ბედი ეწევა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძოა Oppo F19-ს ჰქონდეს 10x ზუმი. 

Oppo-მ ჩინურ საიტ Weibo-ს გაუზიარა სამობიექტივიანი კამერის ზოგიერთი მახასიათებელი: კომპანიამ გააერთიანა სუპერფართე ობიექტივი, ჩვეულებრივი ობიექტივი  და პერისკოპის მსგავსი ობიექტივი ერთ სისტემაში, რაც საშუალებას იძლევა ფოკუსური დაშორება ვარირებდეს 15,9 მილიმეტრიდან 159 მილიმეტრამდე. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ ძირითად კამერასა და ტელეობიექტივს ექნება გამოსახულების სტაბილიზაციის ოპტიკური სისტემა. 

ჩინურმა კომპანიამ ცალკეულ პუბლიკაციაში ასევე განაცხადა, რომ შექმნა თითის ანაბეჭდის ახალი სკანერი, რომელიც ეკრანის ქვეშ განთავსდება და მას სამუშაო სივრცე 15-ჯერ მეტი ექნება კონკურენტებთან შედარებით. Oppo საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამგვარი სენსორის მქონე მოწყობილობები მიმდინარე წელს გამოვა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.