Magdalena Posted January 17, 2019 Share Posted January 17, 2019 როგორც უკვე ცნობილია, Intel-ი ფართო სპექტრში ახდენს თავისი Optane-ხაზის ექსპერიმენტებს. კომპანიამ მცირე ხნის წინ წარადგინა ჰიბრიდული SSD დრაივი Optane Memory H10. ახალ SSD ბარათში წარმოდგენილი იქნება Optane-მეხსიერება ღია კეშირებული დრაივის მსგავსად, ინფორმაციის ძირითადი მასა კი შეინახება მეხსიერების QLC ჩიპებზე. ახალი Intel H10 დრაივები ამჯერადაც ძვირადღირებული იქნება ძვირი Optane-მეხსიერების გამო, თუმცა შედარებით იაფი QLC ფლეშ-მეხსიერება ნიშნავს, რომ შეძენისას მიიღებთ უფრო დიდი მოცულობის მქონე დრაივს ფასთან მიმართებაში. დრაივების ახალ სერიაში შედის სამი მოდელი: 1 ტბ QLC ფლეშ-მეხსიერება + 32 გბ Optane memory 512 გბ QLC ფლეშ-მეხსიერება + 32 გბ Optane 256 გბ QLC SSD + 16 გბ Optane. ერთ დრაივს აქვს საკუთარი კონტროლერი Optane მეხსიერებისთვის და ცალკე SMI კონტროლერი QLC ფლეშ-მეხსიერებისთვის. თითოეულ კონტროლერს აქვს საკუთარი PCIe 3.0 x2 მიერთება M.2 კონექტორთან. Intel RST (Rapid Storage Technology) კი ორ დისკს აერთიანებს. ჯამში დისკს აქვს ორი PCIe 3.0 ხაზი. ახალი დრაივების დებიუტი შედგება მეორე კვარტალში Dell-ის, Lenovo-ს, HP-ს, Acer-ის, Asus-ის და ა.შ OEM სისტემებში. Intel-ს სურს, თავისი დრაივებით ლიდერის პოზიცია დაიკავოს რამოდენიმე OEM მწარმოებელთან. H10 დრაივს სჭირდება დედა დაფა, რომელსაც ექნება PCIe bifurcation-მხარდაჭერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედა დაფების მწარმოებლებმა უნდა გამოუშვან BIOS-ის ახალი ვერსიები ამ ფუნქციის მხარდასაჭერად. ამგვარი მიდგომა მოგებას მოუტანს ორივე მხარეს - მწარმოებელსაც და ლეპტოპების მყიდველებსაც. პირველი მათგანი მიიღებს შემოსავალს, მეორე კი - საკმაოდ დიდი მოცულობის სანახ სივრცეებს და თავიდან აირიდებს ეძებოს უფრო ტევადი და სწრაფი SSD ნაცვლად HDD-ისა. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/23491/chudo-gibrid-ot-intel--ssd-h10-m2 tomshardware.com 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.