Jump to content

გამოვიდა ელექტრომოტოციკლი Harley-Davidson LiveWire. 100 კმ/სთ სიჩქარეს იგი 3,5 წამში ავითარებს


Recommended Posts

image.png

Harley-Davidson-მა CES-გამოფენაზე წარადგინა ახალი თაობის ელექტრომოტოციკლი LiveWire, რომელსაც შეუძლია 100 კმ/სთ. სიჩქარე განავითაროს 3,5 წამში. მოტოციკლის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წელს.  

LiveWire-ს შეუძლია ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 177 კმ. მოტოციკლი აღჭურვილია სწრაფი დატენვისა და H-D Connect სისტემით, რომელიც აკონტროლებს დამუხტვის დონესა და შესაძლო გასავლელ მანძილს, აგრეთვე მძღოლს უჩვენებს უახლოესი დამტენი სადგურის ადგილმდებარეობას. 

მოტოციკლის გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება, როგორც ცნობილია მისი ფასი 29 790 აშშ დოლარიდან იწყება.  

„მსოფლიო დგას სატრანსპორტო სფეროში ევოლუციური ცვლილებების საზღვარზე და Harley-Davidson-ი ამ პროცესის ავანგარდშია. ინოვაციები, რომლებიც ფართო შესაძლებლობებს უხსნის გზას - ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის მთავარი ფასეულობა. ისტორიის მორიგი „ფურცელი, რომელიც ჩვენ ახლახანს გადავშალეთ“, მიეძღვნება ახალი და უფრო ფუნქციური პროდუქტების შექმნას“ –  

Harley-Davidson 

სხვა კომპანიებს რაც შეეხება, BMW-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართულების ქვეგანყოფილებამ, Motorrad-მა, ჩაატარა უპილოტო მოტოციკლის - ConnectedRide-ის გამოცდა. მას გამოიყენებენ უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ჰმ... უხმო მოტოციკლი ძალიან უცნაური რამეა :D 

მანქანა ადვილი აღსაქმელია, მაგრამ უხმო მოტო...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.