Magdalena Posted January 17, 2019 Share Posted January 17, 2019 მაუსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რაც კი ოდესმე გამოუგონიათ. მან სიახლე შეიტანა ელექტრონიკაში გამოშვების მომენტიდანვე. თუმცა ყველაფერი წინ მიდის: იუთუბერმა Electronic Grenade-მ შექმნა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ: ეს არის მაუსი, რომელსაც არამარტო შeუძლია მართოს კომპიუტერი, არამედ თავადვეა სრულიად ფუნქციური კომპიუტერი: მოწყობილობას აქვს ინტეგრირებული ეკრანი და კლავიატურა. Electronic Grenade როგორც აცახდებს, მაუსი-კომპიუტერი არის 3D პრინტერით სპეციალურად შემუშავებული ქეისი, რომელშიც განთავსებულია Raspberry Pi Zero W და სენსორები. რაც მას განსაკუთრებულს ხდის, არის 1,5-დუიმიანი OLED დისპლეი, რომელიც დამონტაჟებულია მოწყობილობის ზედა ნაწილში, პატარა მოძრავ Bluetooth-კლავიატურასთან ერთად. ჯამში, მაუსი გარდაიქმნება პატარა, ნამდვილ, სრულად ფუნქციურ კომპიუტერად. ახალი ტიპის მაუსი ზომით გაცილებით დიდია ჩვეულებრივ მაუსთან შედარებით, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა მთლიანობაში შთამბეჭდავია. Electronic Grenade აპირებს საზოგადოებას მალე შესთავაზოს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ უნდა ააწყოთ მსგავსი მაუსი თქვენივე ძალისხმევით. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/15/18184057/computer-mouse-electronic-grenade-youtube 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.