Jump to content

Akasa Vegas RAM Mate: ეფექტური განათება ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის


Recommended Posts

კომპანია Akasa-მ წარადგინა აქსესუარი სახელად Vegas RAM Mate, რომლითაც შესაძლებელია ფერადი განათების მქონე გახდეს ოპერატიული მეხსიერების ის მოდულები, რომელთაც ქარხნულად არ ჰქონდათ ეს ფუნქცია.  

image.jpeg 

Vegas RAM Mate - ეს არის სპეციალური პედი, რომელიც მეხსიერების მოდულის ზედაპირზე მაგრდება. მოწყობილობა ალუმინის რადიატორს წარმოადგენს, რომლის ზედა ნაწილში განთავსებულია LED-განათების ზოლები. 

ამგვარად, ამ სიახლის წყალობით არა მხოლოდ მოდულებს ენიჭებათ ეფექტური განათება, არამედ უმჯობესდება გაგრილება. Vegas RAM Mate თავსებადია შემდეგი ტიპის მოდულებთან: DDR/DDR2/DDR3/DDR4. 

 

image.jpeg 

რაც შეეხება ფერად განათებას, მას აქვს შემდეგი ტექნოლოგიების მხარდაჭერა: GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync, ASUS Aura Sync და ASRock Polychrome Sync. 

აქსესუარის გაბარიტებია 138,3×42,5×8,8 მმ. რადიატორი შავ ფერშია წარმოდგენილი.  

image.jpeg 

Akasa Vegas RAM Mate-ის გაყიდვები უახლოეს დროში დაიწყება. მისი ფასი იქნება დაახლოებით 20-25 აშშ დოლარი. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.