Jump to content
Magdalena

Google-ის დრონებით საკვების მიტანის სერვისი

Recommended Posts

ჰოლდინგი Alphabet-ი აგრძელებს დრონებთან დაკავშირებული პროექტის - Project Wing-ის განვითარებაზე მუშაობას. მცირე ხნის წინ კომპანია შეუთანხმდა ავსტრალიის ხელისუფლებას, რომ კანბერაში ჩაეტარებინა თავისი უახლესი დრონების გამოცდა. საფრენ აპარატებს, რომლებიც მცირე ზომის თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჰიბრიდს მოგვაგონებს, გადააქვთ ყავა, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და მცირე ნივთები იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ტესტირებაში. 

როგორც The Wall Street Journal იტყობინება, კანბერის მაცხოვრებელთა უმეტესობა მეტად კმაყოფილია სერვისით. მომხმარებლებს შეუძლიათ სმარტფონით შეუკვეთონ ახლადმომზადებული ყავა ან კერძი რესტორნიდან და მიიღონ შეკვეთა რამოდენიმე წუთში. Alphabet-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და კარგად განვითარებული მიტანის სერვისი, რომელიც სრულიად ავტონომიური დრონებით ხორციელდება. იგი ამავე დროს ახლოსაა სრულფასოვან კომერციულ სერვისებთან. შესაძლოა დღესდღეობით ამგვარი სერვისები არამომგებიანია, მაგრამ მფრინავი მანქანების განვითარების პერსპექტივაში საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. 

image.jpeg

 

განხორციელებული 2000 ფრენიდან მხოლოდ ხუთჯერ დაეშვნენ დრონები ვადაზე ადრე, ავარიის შემთხვევა კი საერთოდ არ დაფიქსირებულა. თუმცა არის მეორე მხარეც: როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ტესტირებებით და ორგანიზაციაც კი ჩამოაყალიბეს: „ბონიტონი დრონების წინააღმდეგ“. (Bonython Against Drones, BAD). (ბონიტონი დედაქალაქ კანბერას ერთ-ერთი რაიონია). ორგანიზაცია ტესტირებების შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის. 

image.jpeg 

უკმაყოფილებას ძირითადად იწვევს ძლიერი ხმარი, რომელსაც დრონები გამოსცემენ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა არასამუშაო დღეებში, რადგან ამ პერიოდში შეკვეთების რაოდენობა იმატებს. Project Wing-ი მუშაობს ხმის პრობლემის მოგვარებაზე. 

image.jpeg 

და კიდევ ერთი მიზეზი უკმაყოფილებისთვის: BAD-ის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ პრივატულობის დარღვევის რისკის გამო, რადგანაც დრონებზე კამერებია განთავსებული: რა კადრებს ჩაიწერს? სად მიდის და ინახება ჩანაწერები? Project Wing-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დრონებზე დაყენებული კამერები მეტად დაბალი გაფართოების მქონეა და ისინი მხოლოდ სანავიგაციო კონტროლისთვისაა განკუთვნილი. არანაირი მონაცემის ტრანსლირება არ ხდება რეალურ დროში, შავი ყუთიდან ამოღებული ინფორმაცია კი მხოლოდ რაიმე ხარვეზის მოსაგვარებლად გამოიყენება.  

image.jpeg 

მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილების მიუხედავად პროექტი გაჩერებას არ აპირებს: უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს მიტანის სერვისის გაფართოებას და აპირებს ფინეთშიც მოახდინოს მისი გამოცდა. 

image.jpeg 

 

 

 

 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...