Magdalena Posted January 15, 2019 Share Posted January 15, 2019 გრაფიკული ბარათების მრავალწლიანი წარმოების პროცესში Microsoft Direct3D-მ დიდი რაოდენობით ვიდეო ბარათი დააგროვა ტესტირებისას. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გამოუყენებელი პროდუქტები ჩაეწყოთ ყუთებში და საწყობში გაეგზავნათ, მაგრამ მწარმოებლებმა შემდეგ გზას მიმართეს - მათ ოფისის დერეფნის კედლებზე მიამაგრეს გრაფიკული ბარათები, რის შედეგადაც სამუშაო ოფისი ერთგვარ მუზეუმად იქცა. Microsoft-ის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კოლექციაში შესულია 402 GPU და საერთო ჯამში ისტორია მოიცავს ოცდათხუთმეტწლიან პერიოდს. ფოტოს წყარო: blogs.msdn.microsoft.com/directx კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავია და მოიცავს საინტერესო პროდუქტებს. მასში შედის IBM-ის პირველი ვიდეო ბარათი ფერადი გამოსახულების მხარდაჭერით, რომელიც 1981 წელს გამოვიდა; 3D-ამაჩქარებელი Diamond Monster3D - 3dfx Voodoo ჩიპზე; ATI-ის ვიდეო ბარათი 3D Rage Pro All-in-Wonder; 1997 წელს გამოშვებული TriTech-ის GPU - Pyramid3D-ჩიპსეტის ბაზაზე; 3Dlabs-ის 3D-აქსელერატორი; 3dfx Voodoo Rush; Intel-ის პირველი გრაფიკული პროდუქტი i740, რომელიც გამოშვებულია 1998 წელს, 2001 წელს გამოსული NVIDIA-ს ვიდეო ბარათი და ა.შ. IBM CGA (Color Graphics Adapter) Diamond Monster 3D (3dfx Voodoo 1) ATI 3D Rage Pro All-in-Wonder TriTech Pyramid3D 3Dlabs Permedia 2 3dfx Voodoo Rush Intel i740 Microsoft Talisman nVidia GeForce 256 Matrox Millenium G400 S3 Savage 4 PowerVR Kyro 1 nVidia Xbox dev kit (GF3) nVidia GeForce 3 Ti 500 ATI Radeon 8500 Matrox Parhelia QID ATI Radeon 9800 Pro ფოტოების წყარო: blogs.msdn.microsoft.com/directx https://overclockers.ru/blog/id_1/show/23397/muzej-gpu-na-stenah-ofisa-komanda-direct3d-sobrala-potrjasajuschuju-kollekciju 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 19, 2019 Share Posted January 19, 2019 აუ რა კარგი რამეებია. ზოგი როგორი ისტორიული მოდელია. მეც მაქვს 1-2 შენახული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.