Jump to content

ოფიციალური ინფორმაცია: ახალი თაობის Xbox-კონსოლი AMD-ის პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული


Recommended Posts

AMD-ის ანონსთაგან უმთავრესები იყო ახალი ფლაგმანური ვიდეო ბარათის - Radeon VII-ისა და Ryzen 3000 პროცესორების ანონსი. თუმცა მათ რიცხვს დაემატა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე: ოფიციალურად იქნა გამოცხადებული, რომ შემდეგი თაობის Xbox-ის კონსოლი აგებული იქნება AMD-ს პლატფორმაზე.  

image.jpeg 

AMD-ის მორიგ ანონსზე მიწვეულ სტუმართაგან ერთ-ერთი იყო ფილ სპენსერი, Microsoft-ის გეიმინგ-მიმართულების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და Xbox-ის ხელმძღვანელი. იგი ლიზა სუსთან ერთად წარდგა სცენაზე და განაცხადა, რომ Microsoft და AMD აგრძელებენ ანამშრომლობას „სამომავლო პლატფორმების“ შექმნისთვის. ეს სიტყვები ნათქვამი იყო სწორედ გეიმინგ-კონსოლებთან დაკავშირებულ კონტექსტში, ასე რომ ამ განცხადების სხვაგვარად აღქმა შეუძლებელია.  

image.jpeg 

ფილ სპენსერმა მადლობა გადაუხადა ლიზა სუს თანამშრომლობისთვის: „როდესაც წარმოვიდგენთ, რას წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენ სახეზე გვაქვს დიდებული კომპანიები, ისინი ასრულებენ სამუშაოს შესანიშნავად და სწორად. თქვენ (მიმართავს ლიზა სუს) - გაფასებთ იმისთვის, რაც გააკეთეთ კომპანიისთვი. ვხედავ, როგორ ხელმძღვანელობთ AMD-ს.მოხარული ვარ, რომ ასეთი პარტნიორი გვყავს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე“. 

სპენსერმა აგრეთვე დაამატა: „პარტნიორობამ და ინოვაციებმა მოგვიყვანეს აქამდე და ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავლისთვის. მოუთმენლად ველი, როდის წარვუდგენთ ჩვენს ახალ ლატფორმებსა და სიახლეებს საზოგადოებას“. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ხმების თანახმად Microsoft-ი გეგმავს ერთდროულად რამოდენიმე ახალი კონსოლის გამოშვებას. მათგან ერთი იქნება წარმოდგენილი ყველაზე მძავრი შიდა კომპონენტებით. მეორე კონსოლი უფრო მასიური გამოყენებისთისაა და შედარებით მცირე წარმადობით იქნება წარმოდგენილი. მესამე კი იქნება ყველაზე ბიუჯეტური მოდელი და შეეძება მხოლოდ Microsoft Project xCloud-სერვისის თამაშების გაშვება. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის ეხლანდელ კონსოლებს გრაფიკის გამო ბევრი აიგნორებს ვისაც 4K ლედ ტელევიზორები აქვს და მაგიტომ ჩქარობენ ახალი ვერსიების გამოშვებას სონი და მიკროსოფტი, ეხლანდელი კონსოლები ისეთი სპროსით არ სარგებლობს როგორც იგივე პს3 და ძველი ბოქსი სარგებლობდა 5-6 წლის უკან, ბევრს უბრალოთ 30ფპს თამაში არ აკმაყოფილებს შეკვეცილი გრაფიკით და მითუმეტეს ონლაში სათამაშო თუა

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ნეტა როდის გამოვლენ 2019 წლის ბოლოს შემოდგომას თუ 2020 წლის გაზაფხულს

Link to comment
Share on other sites

144 გერციანი მონიკების გამოშვებამ შეცვალა მაგ მხრივ საკმაოთ სიტუაცია, ონლაინი და კონსოლი ეხლა უკვე ცოტა ნიტოთ ჟღერს პს სისტემის ფონზე ძლიერი პროცესორით და კარგი 2K 144 გერციანით ძლიერი კარტით, ზოგი კი 1080P უბერავს იგივე GTX1080 80-100fps-ზე, რავი 60ფპს პს4 პროს გრაფიკას კი ჯობია შევკეცილი გრაფიკით, 2020 წლისთვის გამოუშვებენ, უფრო შემდოგომისთვის მგონია რატომღაც, ზუსტი სროკები ჯერ არაა ცნობილი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგრეა ხო, PC გრაფიკასთან კონსოლებს უკვე უჭირთ დაწევა. + ძვირადღირებული ჩიპების ჩადება ჭირს კონსოლებში, ფასის გამო.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.