Magdalena

AOC-ის თამაშებზე ადაპტირებული 189 დოლარიანი მონიტორი არის იაფი საშუალება - მიღებულ იქნას G-Sync ადაპტირებული სინქრონიზაცია

Recommended Posts

bx6rtuy.PNG

AOC G2590FX თამაშებზე ადაპტირებული მონიტორი დღეს ღირს 189 დოლარი, რაც 30 დოლარით იაფია მის თავდაპირველ ფასზე Newegg- ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფასდაკლება, აღნიშნული მონიტორი FreeSync-ის მხარდაჭერის გამო იქცევს დიდ ყურადღებას. 2019 წელს იგი მიიღებს განახლებას, რომლის საშალებითაც  გამოიყენებ G-Sync ადაპტირებად სინქრონიზაციის ტექნოლოგია, რომელიც  წარმოებულია Nvidia- მიერ და განკუთვნილია GeForce GTX და RTX გრაფიკული პროცესორებისთვის. 

ამ 24,5-დუიმიან მონიტორს გააჩნია 1080p რეზოლუცია, 1მწ რეაგირების დრო და 144 ჰც სიხშირე, რაც მას ხდის  თამაშებზე ადაპტირებულ ერთ-ერთ საუკეთესო ეკონომ-მონიტორად. ის აღჭურვილია TN პანელით, რომელიც, მართალია, თავისი შესაძლებლობებით ჩამოუვარდება IPS-, თუმცა შედარებით იაფია, რაც მონიტორს კონკურენტუნარიანს ხდის და ფერთა გამა და ხედვის კუთხეც მაინცდამაინც არაა ბევრად უარესი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი იმ ენთუზიასტებისთვის, ვინც 200 დოლარიან მონიტორს ეძებს. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ ნვიდიამ ამდ ჯინაზე დართო ნება ფრისინკიან მონიტორებზე თავის კარტებზე Gsync ამუშავებულუყო 15 იანვრის დრაივერებიდან რაც უნდა გამოვიდეს რამდენიმე დღეში, ალბათ ახალი სერიის ამდ კარტების პერფორმანსის შეეშინდათ, რახან ეხლანდელ ვეგებზე განსაკუთრებით 2K გაფართოვებაზე არანაირი აზრი არ ქონდა 144 გერცინის შეძენას რახან მაინც 60ფპს-ზე ზევით დიდათ ვერ გათამაშებდა, ეხლა კი ექნება და ეგ ბონუსი შეუმცირა ნვიდიამ, შეიძლება კარტების გაყიდვებშიც კი დაეხმაროს თეორიულათ მაგ ფუნქციის შემოღებამ, რახან ფრისინკ მონიტორები უფრო იაფი ჯდება Gsync ანალოგებზე

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now