Jump to content

მიმდინარეობს security ტოკენებით ვაჭრობა რეგულირებად პლატფორმაზე


Recommended Posts

image.jpeg

რეგულირებადი ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS) ამარტივებს security ტოკენებით მეორად ვაჭრობას ბლოკჩეინზე, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ ბაზრისთვის. 

SharesPost-მა, რომელიც ATS-ში დარეგისტრირებული ბროკერ-დილერი და საინვესტიციო კონსულტანტია, განაცხადა, რომ განახორციელა თავისი პირველი ტრანზაქცია BCAP-ის ტოკენების მეშვეობით, რომლებიც Blockchain Capital-ისგანაა გამოშვებული.  

SharesPost-მა არ გაამხილა სავაჭრო გარიგების მოცულობა კონფიდენციალურობის დაცვის გამო, თუმცა SharesPost Digital Asset Group-ის გენერალურმა დირექტორმა John Wu-მ CoinDesk-ს განუცხადა, რომ ეს ტრანზაქცია არსობრივად იყო კონცეფციის შემოწმების მცდელობა. ტესტირებას კურირებდა SharesPost-ის ციფრული აქტივების ქვედანაყოფი. 

ეს იყო მცირე სავაჭრო გარიგება, ერთგვარი ექსპერიმენტალური პროგრამა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს იყო პირველი სავაჭრო ოპერაცია-გარიგება, რომელიც ციფრული ფასიანი ქაღალდებით განხორციელდა და ორგანიზებული იყო ATS-ის მიერ. ეს მოვლენა კომპანიას გზას უხსნის - დააკმაყოფილოს აშშ-ის STO-ს მოთხოვნილებები და უზრუნველყოს თავისი ინვესტორები ლიკვიდურობით“ - განაცხადა ჯონ ვუმ. 

მიუხედავად იმისა, რომ SharesPost-ი პირველი დარეგისტრირებული ფირმაა, რომელიც ინახავს კრიპტოებს რითიც ვაჭრობს, იგი არ არის პირველი, ვინც მეორადი ტრანზაქცია პირველმა განახორციელა საბოლოო ჯამში. პრეს-რელიზის თანახმად, OpenFinance Network-ი,   ATS-ის მიერ რეგულირებადი ბროკერ-დილერი მომხმარებლებს უკვე სთავაზობს BCAP ტოკენებს ვაჭრობისთვის. 

ამ პერიოდამდე, SharesPost-ი მომხმარებლეს სთავაზობდა ციფრული აქტივების შენახვას და ციფრული ქაღალდებით არასაბირჟო ვაჭრობის მხარდაჭერას. შემდგომში, კომპანია აპირებს აამოქმედოს შეკვეთების ბრძანებათა წიგნი რეალურ დროში. 

კომპანია ამტკიცებს, რომ შეუძლია უზრუნველყოს საკმარისი ლიკვიდურობა სხვადასხვა ინსტიტუტებისა და აკრედიტებული ინვესტორებისთვის, რომლებიც ციფრულ აქტივებზე გადადიან. კომპანიის დამაარსებელმა  Greg Brogger-მა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ციფრული ფასიანი ქაღალდები შესამჩნევ როლს ითამაშებს კერძო კაპიტალის ბაზარზე. 

„კომპანიები ახლა უკვე ეფექტურად შეძლებენ მოიზიდონ კაპიტალი და უზრუნველყონ ლიკვიდურობა მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის გამოყენებით. მოხარულნი ვართ, რომ ვაკავშირებთ 500 ათასზე მეტ ინსტიტუციონალიზებულ და აკრედიტებულ ინვესტორს SharesPost-ის დახმარებით ისეთ კომპანიებსა და ფონდებთან, როგორიცაა Blockchain Capital“. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.