Jump to content

მოსიარულე ოთხფეხა მანქანის კონცეპტი Hyundai-სგან


Recommended Posts

image.jpeg

რასაც ფოტოებზე ხედავთ - ეს არ არის მთვარემავალი ან ოთხფეხა მანქანა „ვარსკვლავური ომებიდან“: ამგვარად გამოიყურება ახალი ავტომობილის კოცეპტი Hyundai-სგან -  ავტომწარმოებელმა მის შესახებ CES-გამოფენაზე ისაუბრა. ეს არის ფუტურისტული მანქანა, სახელად Elevate, რომელიც ამჟამად მხოლოდ ჰიპოთეტურ დონეზე არსებობს. მას აქვ ოთხ ფეხზე დამონტაჟებული ოთხი ბორბალი, რომლითაც შეძლებს ნებისმიერი სირთულის ზედაპირზე გადაადგილებას. 

მანქანის ფეხებზე გამოყოფილია სახსრები და შესაძლებელია მათი დაპროგრამება სხვადასხვა სახის გადაადგილებისთვის: პასიური და აქტიური სვლის ჩვეულებრივი მანქანისებური რეჟიმის გარდა შეუძლია გადაადგილდეს რეპტილიასავით აწეული წინა ფეხებით, მარტივი სიარულის რეჟიმისას კი ჩვეულებრივი ცხოველივით გადაადგილდება (ფეხების მონაცვლეობით). თეორიულად, Elevate შეძლებს გადააბიჯოს 5-ფუტიან დაბრკოლებას. 

რეპტილიისებრი მანქანის ტექნიკური დეტალების შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი: ამჟამად ეს ტექნოლოგია მხოლოდ ვირტუალურ დონეზეა.  კომპანიის თქმით, Elevate-ს ექნება 66 კვტ/სთ ბატარეა და თითოეულ ფეხზე - ელექტროძრავები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება თითოეული ფეხის ბლოკირება ნებისმიერ პოზიციაში. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რისთვისაა საჭირო ეს „ცხოველი“? 

Hyundai ამგვარი ავტომობილის გამოყენების რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს: Elevate-ს არქიტექტურის შესაბამისად, შესაძლოა მისი საბარგული სხვა ტიპის სათავსოთი ჩანაცვლდეს. მაგალითად, მანქანა გარდაიქმნას სასწრაფო დახმარების მანქანად, ან სამძებრო-სამაშველო მისიებში იქნას გამოყენებული, ასევე შესაძებელია მისი, როგორც ტაქსის გამოყენება მოძრაობაშეზღუდულთათვის - იგი შეძლებს კიბეზე ავიდეს და აიყვანოს ადამიანი, რომელსაც მოძრაობა უჭირს (თეორიულად).  

როდის ვიხილავთ ამგვარ მანქანას რეალურ სამყაროში? უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით გამორიცხულია, თუმცა დამეთანხმებით ალბათ - მისი შესაძლებლობები საინტერესო და სახალისოა. 

image.jpeg 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.