Jump to content

IBM-ის პირველი კომერციული კვანტური კომპიუტერი


Recommended Posts

image.jpeg

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კორპორაციამ, IBM-მა წარადგინა Q System One - მსოფლიოში პირველი კვანტური კომპიუტერი კომერციული გამოყენებისთვის - წერს ScienceAlert. კომპანია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია მასშტაბურ რევოლუციაში. 

კვანტური გამოთვლები ერთ-ერთ მეტად პერსპექტიულ ტექნოლოგიად ითვლება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ უფრო მეტი მონაცემის დამუშავება და რევოლუციის მოხდენა წარმოების ათეულობით ტიპში. კვანტური კომპიუტერების საშუალებით პოტენციურად შესაძლებელია გამარტივდეს აეროკოსმოსური და სამხედრო სისტემები, გამოითვალოს რისკ-ფაქტორები ეფექტური ინვესტირებისთვის, აღმოჩენილ იქნას სხვადასხვა მძმე დაავადების წამალი და ა.შ. 

IMB-ის კომერციული კვანტური კომპიუტერი წარმოდგენილია 20-კუბიტური (კვანტური ბიტი) სისტემით და შეუძლია კუბიტების წარმოება რეკორდული, 90-მიკროწამიანი „კოჰერენტულობით“.  გამოთვლის პროცესში მოწყობილობას შეუძლია „გონებაში ეჭიროს“ დაახლოებით 500 მილიარდი სხვადასხვა სიდიდე. დღესდღეობით არსებულ კომპიუტერებში მონაცემები ინახება ორმაგად, ნულებად ან ერთეულებად - ისინი წარმოადგენენ რიცხვებსა და ასოებს, კვანტური კომპიუტერები  კი გაცილებით მძლავრია: მათში ინფორმაციის შენახვა ხდება კვანტური ბიტები - კუბიტების საშუალებით. მათ გააჩნიათ თვისება, რომლის საშუალებითაც ნულები და ერთეულები ერთდროულად არსებობენ და ფუნქციონირებენ. შედეგად კვანტური კომპიუტერებით შესალებელია  რთული ოპერაციების შესრულება, მაგალითად - ნარკოტიკების აღმოჩენა, მონაცემთა ინტენსიური ანალიზი, გაუტეხავი კოდების შექმნა და ა.შ. 

 

კომპიუტერის ყიდვა შეუძლებელია - მეცნიერებს და კომპანიებს შეუძლიათ იქირაონ მოწყობილობა ადგილზე - კვანტურ-გამოთვლით ცენტრში, რომელსაც IBM მიმდინარე წლის განმავლობაში გახსნის ნიუ-იორკში. კომპიუტერი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ნულ გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურაზე, დაუშვებელია ვიბრაციებისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზონაში ყოფნა. მომსახურების ღირებულება დაუზუსტებელია.  

ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, IBM Q პროექტის შექმნისას კომპანიას ეხმარებოდნენ JPMorgan Chase, Daimler, Samsung, ასევე მსხვილი ფინანსური, IT-კომპანიები და სამეცნიერო ცენტრები. 

IBM არ არის ერთადერთი კომპანია, ვინც კვანტურ გამომთვლელ სისტემებზე მუშაობს. Google იკვლევს, როგორ უნდა გახდეს კვანტური კომპიუტერები უფრო სტაბილური და უკეთ შეძლონ პრობლემის მიგნება-მოგვარება.  

Microsoft-ი მუშაობს ჰიბრიდული კვანტური კომპიუტერის შექმნაზე, რომელშიც ახალი ტექნოლოგია გაერთიანებული იქნება ტრადიციულ პროცესორებთან. Intel-ი კი მუშაობს კვანტურ გამომთვლელი ჩიპების შემუშავებაზე. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.