Jump to content

ბლოკჩეინი აფართოებს ჯანდაცვის სექტორს, აერთიანებს პაციენტების მონაცემებს და დაფინანსებას ზრდის სამედიცინო კვლევებისთვის


Recommended Posts

image.png

21-ე საუკუნეში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა მიუხედავად ამ ტენდენციისა, ავადმყოფობის მაჩვენებლებიც დიდია: კვლევის თანახმად, 65 წელს ზემოთ მყოფი პირების რაოდენობა, რომელთაც ოთხზე მეტი ავადმყოფობა აწუხებთ, 2035 წლისთვის 100%-ით მოიმატებს. ამ ფაქტის შედეგები კი განსაკუთრებით მძიმედ დაწვება სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებს. ასე რომ საჭიროა, გამოჩნდეს ახალი, ინოვაციური მეთოდები ავადმყოფობებთან ბრძოლისთვის. 

საბედნიეროდ, მსოფლიოს უკვე აქვს კრიპტო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კრიზისთან გამკლავება. ეს არ იქნება პანაცეა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა ბლოკჩეინი და კრიპტო-ტექნოლოგიები დიდად დაეხმარება ჯანდაცვის სექტორს  -  გაუმკლავდეს მზარდ დატვირთვას მომდევნო წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. სამედიცინო მონაცემების გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დონის გაზრდით აციენტებს მეტი ნდობა ექნებათ სამედიცინო დაწესებულებებისადმი: ეცოდინებათ რა, რომ მათი პირადი ინფორმაცია დაცულია - ადამიანები უფრო მეტად გახდებიან მიდრეკილნი -  ანდონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მედიცინის მუშაკებს. მეორე მხრივ, სამედიცინო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსების შედეგად დაჩქარდება ახალი წამლების აღმოჩენის კვლევები, რაც თავისთავად მიზანმიმართული იქნება სიცოცხლის გადარჩენისა და ავადმყოფობების სტატისტიკის შემცირებისკენ. 

უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო სფეროში გამოყენებული ბლოკჩეინ-ტექნოლოგია სავსებით გამჭვრივალე პროცესი არ იქნება: თავდაპირველად საჭიროა ეფექტური კრიპტო-რეგულაციების დადგენა. ამასთან, ბლოკჩეინმა უნდა მოაგვაროს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემა მანამ, სანამ მოემსახურება ათასობით ანდა მილიონობით პაციენტს. როგორც კი ეს პრობლემები მოგვარდება და ხარვეზები გამოსწორდება, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. 

2018 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამხრეთ კორეის კლინიკა Myongji გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც იყენებს distributed ledger technology-ს (DLT). მან განაცხადა, რომ  ითანამშრომლებს კორეულ IT-კომპანიასთან - BICube-თან, რათა შექმნან მონაცემთა გაცვლის სისტემა ბლოკჩეინის ბაზაზე. როგორც ცნობილია, ეს სისტემა იქნება ნახევრად პრივატული და ნახევრად საჯარო, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს - მათი სურვილისამებრ მოხდეს მონაცემების გადაგზავნა ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში. 

სხვა, უკვე დაანონსებული სისტემებიც დაახლოებით ასევე ფუნქციონირებენ, მცირედი განსხვავებებია ცალკეულ შემთხვევებში. მაგალითად, ავსტრიაში ეროვნულმა ხელისუფლებამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია  Lancor Scientific-ს, რომელიც მუშაობს სიმსივნის აღმომჩენი ინსტრუმენტის შემუშავებაზე: მასში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის წყალობით 90% ალბათობით ხდება პათოლოგიის აღმოჩენა. Lancor-ი გამოიყენებს საკუთარ ბლოკჩეინს იმ მონაცემთა შესანახად, რომელიც სკრინინგ-ინსტრუმენტით იქნა მოპოვებული. პაციენტს შეეძლება საკუთარ მონაცემებზე წვდომა მიიღოს Medici ტოკენის პლატფორმით, სადაც ხდება სმარტ-კონტრაქტების გააქტიურება და შემდგომში მონაცემები გადაეცემა პაციენტს ან დადასტურებულ, ნებადართულ მესამე მხარეს. 

ამოქმედდა სხვა პლატფორმებიც, რომელნი ორიენტირებულნი არიან - გამოიყენონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მონაცემთა ინტეგრაციისთვისა და ინფორმაციზე სწრაფი წვდომისთვის, თანაც ისე, რომ გაუმჯობესდეს მკურნალობის პროცესი და ამავე დროს, გახდეს უფრო იაფი. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Skychain, რომელიც აერთიანებს DLT-სა და ხელოვნურ ინტელექტს და ქმნის ხელოვნური ნეირონული ქსელების სისტემას (ანუ ხელოვნურ ტვინს), რომელსაც ადამიანებზე უკეთ შეუძლია დიაგნოზის დასმა.  აგრეთვე, Doc.com (ასევე ცნობილია, როგორც Docademic) მომხმარებლებს სთავაზობს მობილური აპლიკაციით მსოფლიოს ექიმებსა და მედიცინის მუშაკებთან წვდომის საშუალებას.  

ბლოკჩეინი არამარტო ახდენს ჯანდაცვის სისტემაში მონაცემების დამატების სტიმულირებას, არამედ ასევე ადამიანებში აღვიძებს სურვილს, განახორციელონ ვიზიტი ექიმთან. კომპანია Healthereum - ესეც არის ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი პლატფორმა, თუმცა კონკურენტებისგან იგი განსხვავდება შემდეგით: კომპანია თავისი ტოკენებით დააჯილდოვებს პაციენტებს ვიზიტისას, თუმცა დააჯარიმებს, თუკი ისინი ექიმთან ჩანიშნულ მიღებაზე არ გამოცხადდებიან.  

რაც შეეხება უსაფრთხოებას... 

ეპოქაში, სადაც კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვისთვის ბრძოლა სულ უფრო შესამჩნევი ხდება, შესაძლოა, რომ პერსონალური მონაცემების გენერირების საკითხმა შფოთვა და უნდობლობა გამოიწვიოს. ასეა თუ ისე, ირწმუნებიან, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უზრუნველყოფს საფრთხეების მინიმიზაციას. საფრთხეებში იგულისხმება როგორც კონფიდენციალურობის დარღვევა, ასევე სხვადასხვა თაღლითობაც, რაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - მაგალითად: უხარისხო, ყალბი ინსტრუმენტების გამოყენება, ქრთამი იმისთვის, რომ პაციენტს არ აუღონ ანალიზები და ა.შ. 

DLT-ის წყალობით იზრდება მონაცემთა უსაფრთხოების დონე და მცირდება სამედიცინო თაღლითობების ალბათობა, აგრეთვე მისი მეშვეობით ესაძლებელია შეიქმნას სამედიცინო მონაცემების უფრო მჭიდრო ერთიანი სისტემა.  

ბლოკჩეინის როლი მედიცინაში არ შემოიფარგლება მხოლოდ მონაცემების მართვით, არამედ ხდება სამედიცინო კვლევევის დაფინანსება.  

სექტემბერში კალიფორნიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Verseon-მა აამოქმედა საკუთარი ფასიანი ქაღალდების ბირჟა, რომელიც ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ახორციელებს დეცენტრალიზებულ ვაჭრობას ბლოკჩეინის საფუძველზე. ეს ფაქტი შესაძლოა უცნაური და არადამახასიათებელი იყოს ფარმაცევტული კომპანიისთვის, თუმცა როგორც მისი გენერალური დირექტორი აცხადებს, ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს ჯანდაცვას. 

Verseon-  არ არის ერთადაერთი - ასევე კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ - Medable-მ აამოქმედა Insight-პლატფორმა, რომელიც მედიცინის მკვლევარებს საშუალებას აძლევს გაცვალონ საინფორმაციო რესურსები. ამის წყალობით შემცირდება საკვლევი ხარჯებიც და დროც, აგრეთვე Insight-ი დააჯილდოვებს მათ, ვინც ახალ მონაცემებს გაუზიარებს პლატფორმას. ჯილდოში იგულისხმება დაფინანსება და სამედიცინო ტექნოლოგიების გადაცემა. 

იმ ფაქტს,  რომ ბლოკჩეინს ნათელი მომავალი აქვს ჯანდაცვის სფეროში, მოწმობს მისი მზარდი როლი სამედიცინო დაზღვევებსა და ლიცენზირებაში. ამგვარ საქმიანობას ეწევა ილინოისის შტატში მოქმედი კომპანია MetLife შტატის ხელისუფლების მხარდაჭერით. თუმცა, როგორ იმედიანადაც არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ტექნოლოგიაში არსებული ხარვეზების მოგვარება აუცილებელია, სანამ იგი მასიურად გავრცელდება.  

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.