Magdalena

AMD-მ ოფიციალურად წარადგინა პირველი 7-ნანომეტრიანი სამომხმარებლო ვიდეო ბარათი Radeon VII NVIDIA-ს პასუხი სიახლეზე: „ვიდეო ბარათი ვერ არის შთამბეჭდავი, მას GeForce RTX 2080 გაანადგურებს“

Recommended Posts

აღსრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანონსი, რომელსაც ასე ელოდა  ტექნიკური საზოგადოების დიდი ნაწილი: AMD-ის ხელმძღვანელმა, ლიზა სუმ წარადგინა სამომხმარებლო ვიდეო ბარათი Radeon VII. 

 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AnandTech 

ახალი ბარათის ბაზა წარმოადგენს  7-ნმ GPU Vega II (Vega 20) – 60 გამომთვლელი ბლოკითა (Compute Units, CU) და 1,8 გჰც სიხშირით (სავარაუდოდ boost-სიხშირე). აქვს 16 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება 1 ტბ/წმ. სიჩქარით. ახალი ბარათი წარმადობის მაჩვენებლით აღემატება წინა თაობის მოდელებს - 27-29%-ით მეტია კონტენტის შექმნისას და 62%-ით - OpenCL-ში. გეიმინგ-პროდუქტებშიც წინა თაობის ბარათებზე უკეთესი შედეგი აქვს. რამოდენიმე თამაშში იგი დაახლოებით Nvidia GeForce RTX 2080-ის მსგავს შედეგებს აჩვენებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ Radeon VII პირველი სამომხმარებლო ვიდეო ბარათია, რომელსაც აქვს ახალი ინტერფეისის - PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა. რაღა თქმა უნდა, ბარათი თავსებადია აქტუალურ PCI Express 3.0 ინტერფეისთან. 

ახალი ბარათის ეტალონურ ვერსიას აქვს გაგრილების მძლავრი სისტემა სამი ვენტილატორით. TDP-ის დონე კომპანიამ ჯერ არ გაამხილა, თუმცა იგი აშკარად არ იქნება მცირე.  

ვიდეო ბარათი 7 თებერვლიდან გახდება ხელმისაწვდომი და მისი ფასი იქნება 699 აშშ დოლარი. (შედარებისთვის, GeForce RTX 2080 მასზე 100 დოლარით ძვირი ღირს). 

ახალ ბარათთან დაკავშირებით ცხარე განხილვები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ კომპანია NVIDIA-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა. მისი თქმით, იგი იმედგაცრუებულია AMD-ის ახალი ვიდეო ბარათით, რადგან მას არ აქვს Ray-tracing-ის ტექნოლოგიის აპარატურული მხარდაჭერა, არ აქვს ხელოვნური ინტელექტი და მიუხედავად 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესისა - ვერ გაუმკლავდება GeForce RTX 2080-ს. NVIDIA-ს ხელმძღვანელი თვლის, რომ DLSS- და Ray-Tracing-ის აქტივაციისას Radeon VII-ს უბრალოდ შანსები არ აქვს.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-ის ხელმძღვანელმა, ლიზა სუმ კრიტიკას მეტად თავშეკავებით უპასუხა და აღნიშნა, რომ NVIDIA-ს ხელმძღვანელს „ჯერ საქმეში არ უნახავს“ ახალი ბარათი. 

 

  • Like 2
  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე ჭორები დადის ბოლო პერიოდია რომ ვითომ ნვიდია 1100 სერიის კარტების გამოშვებაც სურსო RTX ჩიპების გარეშე, რომელიც უფრო იაფი ეღირება 2000 სერიის კარტებზე და 1000 სერიაზე მძლავრი იქნება, შეიძლება კაკრაზ მაგ ახალი ამდ სერიის დასაპირისპირებლათ გამოუშვან კიდეც რამე უფრო ბიუჯეტური 

Share this post


Link to post
Share on other sites
13 hours ago, George said:

ისე ჭორები დადის ბოლო პერიოდია რომ ვითომ ნვიდია 1100 სერიის კარტების გამოშვებაც სურსო RTX ჩიპების გარეშე, რომელიც უფრო იაფი ეღირება 2000 სერიის კარტებზე და 1000 სერიაზე მძლავრი იქნება, შეიძლება კაკრაზ მაგ ახალი ამდ სერიის დასაპირისპირებლათ გამოუშვან კიდეც რამე უფრო ბიუჯეტური 

tensor cores + ray tracing რომელიც ჯერ კიდევ ახალი ხილია და სანამ ფართოდ მოიდგამს ფეხს გეიმინგში, გაუჭირდება  RTX 2080 Ti +1200 $ გაყიდვა. შესაბამისად ეგ მომხარებელზეც ავტომატურად აისახა. რაღაც მგონი არავინ ისეთი მოთხოვნა არაა როგორც წინა სერიაში ჰქონდა Nvidia-ს.

ფაქტიურად Nvidia-ს ხარჯზე მოხდება ray tracing ტექნოლოგიის განვითარება გეიმინგ ინდუსტრიაში, რადგან გეიმ დეველოპერებს სხვა ჰარდი არააქვთ, შესაბამისად Nvidia-ს წყალობით დაიწყება და დაჩქარდება  ray tracing-ის ეკოსისტემის განვითარება. აი მაგ დროისათვის უკვე გამზადებულ "ნიადაგზე" AMD მოახერხებს ray tracing-ის ინტეგრირებას მის ჩიპებზე, ასევე არაა გამორიცხული Intel-იც შემოუერთდეს ორთაბრძოლას. გამოდის რომ Nvidia-მ სულ ტყუილად იწვალა და დახარჯა ამდენი ფული და რესურსი, რადგან AMD და Intel -ს ჯერ ამისთვის არ სცხელათ.

AMD ამ შემთხვევაძი Vega VII-ის გამოსვლით, ძალიან იაფად, მინიმალური დანახარჯით და ეკონომიით, გამოძვრა სიტუაციიდან, აიღეს ვეგა და დააპატარავეს 7nm-ზე და მორჩა, როცა Nvidia-მ მილიონები დახარჯა tensor core + ray tracing ტექნოლოგიის ჩადებაზე და პროდუქცია მაინცადამაინც სახარბიელოდ არ იყიდება, როგორც წინა სერიაში ჰქონდა.

აქვე სათქმელია ისიც რომ, Nvidia-მ თანდათანობით გაზარდა მოგების მარჟა და სწორედ touring-ზე გაიჭედა, ეგონა აქაც გაუვიდოდა. რაცარუნდა ოქროს ბარათი იყოს, მაინც ვიდეო ბარათი ჰქვია ჰქვია და 1200 დოლარს ერთეულები თუ გადაიხდიან.

ცნობისთვის Radeon R9 290X როცა გამოვიდა, მისი საბაზრო ფასი იყო 550 $ USD.

ასევე Radeon R9 Fury X ღირდა 650 $ USD.

Radeon RX Vega 64 ღირდა 500 $ USD.

Radeon RX Vega 64 Liquid 700 $ USD.

ანუ AMD თაობიდან თაობაში, ტოპ ვიდეო ბარათი 700 დოლარს არ გასცილებია. ეხლა ვნახო Nvidia

GeForce GTX 780  ღირდა 650 $ USD.

GeForce GTX 780 Ti - 700 $ USD.

GeForce GTX Titan - 1000 $ USD.

RTX 2080 - 800 $ USD.

RTX 2080 Ti - 1200 $ USD.

NVIDIA TITAN RTX - 2500 $ USD.

საგრძნობლად მოუმატა ფასებს, მიუხედავად იმისა რომ ახალი ტექნოლოგიები აქვს, არ უნდა დაედო მაინც ამხელა ფასები, როცა იცოდა რომ ray tracing სისტემა ჯერ არ იყო ათვისებული.

თუმცა ყველაზე სასაცილო ისაა რომ Vega VII-ის გამოსვლამ პატარა ბავშვივით გააღიზიანა.

ამ ვიდეოს თუ მოუსმენთ ინგლისურად და გაიგებთ, ნახავთ ჰუანგის შეფასებას რაც დაიმსახურა ადამიანების მხრიდან 🤣

 

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

შეიძლება არცა აქვთ დახარჯული იმდენი, უბრალოთ არ გაამართლა მაგ ტაქტიკამ და ალბათ გამოუშვებენ 1100 სერიასაც, რაც შეეხება ახალ ვეგას ჯერ გამოვიდეს და კარგი გამოდგეს + დეფიციტის პრობლემა გადაჭრეს თუ არა ბოლომდე ეგეც იმოქმედებს ჯამურ გაყიდვებზე, ძალზე იაფი არც ეგ დაჯდება რახან წინა პაკალენიის ვეგებიც არ ღირს ორი კაპიკი, კაკრაზ ეგაა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩავარდა მაგ სერიის გაყიდვები, ანუ 56-64 ბევრათ უფრო ცუდათ იყიდება ვიდრე იგივე 1070-1080 კარტები, ჯამური გაყიდვებით თუ ეჭიდავებიან უფრო ახალ 1070Ti და საკმაოთ ძვირიან 1080Ti, ვნახოთ აბა ეგ ახალი წესით წინებს კი აჯობებს ფასი-წარმადობით, მაგრამ რამდენათ წარმატებული იქნება და დაეხმარება თუ არა ამდ ბაზრის წილის დაბრუნებაში მაგას მარტო დრო გვიჩვენებს, ახალი მართლა არაფერია, პერფორმანსი გააუმჯობესეს და მეტი ისეთი არაფერი დაუმატებიათ, შეიძლება ზუსტათ მაგის გამო გამოუშვას ნვიდიამ 1100 სერიაც, რახან 1000 სერიის მარაგი დასრულდება და ძვირიან 2000 სერიას აღარავინ იყიდის დიდათ, ამიტომ ხალხი უფრო უკეთეს ამდ ვარიანტზე შეჩერდება, ცოტას კი დაწევს ალბათ ფასებს მოგვიანებით 2000 სერიაზე ნვიდია მაგრამ ეგ არა მგონია საკმარისი იყოს ბაზრის წილის გასაზრდელათ ან კაკ მინიმუნ შესანარჩუნებლათ მაინც წინა მონაცემების

Share this post


Link to post
Share on other sites

რათქმაუნდა 1000 სერიის ბარათები დაბალ ფასად უფრო კარგი და მისაღებია მომხმარებლებისათვის ვიდრე RTX სერია ფასიდან გამომდინარე. RTX ბარათებს ფასი მომავალში დაედებათ როცა ამის მხარდაჭერა ექნება თამაშებს, და მაგას კიდევ 1-2 წელი მაინც დასჭირდება.

მაგრამ ამ ეტაპზე Ray tracing-ის გარეშეც ანუ ანარეკლის და ჩრდილების გარეშეც თავისუფლად თამაშობს ხალხი თამაშებს, ისევე როგორც ფიზიკის გარეშე. ბევრ მომხმარებელს მაინც საშუალო კლასის ბარათები აქვს როგორიცაა 1070-1080 ვიდრე 1080ti და Titan ფასიდან გამომდინარე.

იგივე არაიზენის შემთხვევაში 6 ბირთვიანებზე უფრო მეტი მოთხოვნაა ვიდრე 8 ბირთვიანი პროცესორებზე, ისევ და ისევ ფასი/პერფორმანსის შეფარდებით. 

თუ გამოვა 1000 სერია შედარებით იაფად ან 2000 სერიის GTX ვარიანტი იაფად ეგეც კარგი იქნება. 

რაც შეეხება ახალ ვეგას, მთავარი არქიტექტორი აღარ ჰყავთ და წელავენ ერთი და იგივე არქიტექტურას, ერთის მხრივ ასე უფრო იაფი უჯდებათ თუმცა მეორეს მხრივ კონკურენციას ვერ გაუწევს Nvidiaს hihg end სეგმენტში. ახლი ვეგა რათქმაუნდა დეფიციტში იქნება, ორი აზრი არაა თუმცა შეიძლება gddr6 ჩიპებზე გამოუშვან Rtx 2060 - 2070 დონის კონკურენტები. 

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ინტელის დისკრეტული GPU მაინტერესებს მე ძალიან მომავალ წელს. იქნებ წლის ბოლოს რამე დემოც დადონ და მეტი დეტალები. მესამე დიდი მოთამაშე ამ სეგმენტში ძალიან კარგი იქნება.

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

მე ველოდებოდი ამდ-ს ამ ახალ კარტას მაგრამ სავალალო შედეგები დადო, ჩემ კარტასაც ვერ ჯობია ფაქტიურად. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

არადა 200სერია რა მაგარი იყო, მაგის მერე სულ ჩაყვინთეს.

Share this post


Link to post
Share on other sites

აქაც დავწერ რომ ვინც 2K უბერავს ეხლა, ნუ თუნდაც 144 გერციან ფრისინკ-ჯისინკ მონიტორზე ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი მაინც GTX 1080Ti გამოდის, მაგაზე უკეთესი ჯერ არაფერი არაა, 2080 ძვირია მაგაზე როგორც წესი (დაახლოებით იგივე ფასში თუ ეძრობა რაც GTX1080Ti ტოპ ვერსიები მაგის განხილვაც ღირს მაშინ რახან 10-15% მძლავრია მაინც მაგ წინა ფლაგმანზე) მაგ კარტას ძალიან კარგი პერფორმანსი აქვს 75-80ფპს ფარგლებში მაინც 10-ან 9 თამასში ეხლა რაც გამოდის ამ ეტაპზე პს-ზე, 11GB VRAM ეგრე ადვილათ ვერ დააჩოქებს როგორც მაღალი გამტარობა რომ საკმაოთ მალე სული გაძვრეს, ეგ რადეონი 1080Ti მძლავრია ასე 10-15% საშვალოთ ზოგიერთ თამასში მაგრამ ზატო უფრო ძვირიც ჯდება მაგ კარტაზე და მარტო რეფერანს მოდელია 3 ვენტილატორიანი რომელიც ყველას არც მოეწონოს შეიძლება გაგრილება იქნება თუ დიზაინი, 16 VRAM ბევრს არაფერს ეხმარება კაკ მინიმუმ ამ ეტაპზე, მე უფრო პერფორმანსის სტაბილურობა არ მომეწონა თამაშებში მაგ ახალ კარტაზე, ზოგან ძალიან კარგი პერფორმანსი აქვს ზოგან ლამის GTX1080 ძლივს უგებს, სად ეხლა 2080Ti წარმადობა და სად 1080, ეგ კარტა კი ზოგან კაკრაზ ეგეთი რასბროსით უბერავს, მაგხელა სხვაობა ფპს-ში დაჟე რიზენის პროცესორებს არა აქვს კოფილაიკებთან შეფარდებაში რაზგონზე ახალ იგრებში რომ იტესტება ხოლმე მიმოხილვებში, ალბათ დაფიქსავენ ნელ-ნელა წარმადობას მაგრამ მაინც რაღაც ნიტოთ გვხდება თვალში ამ ეტაპზე

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now