Magdalena

MSI გახდა 2018 წლის გეიმინგ-ლეპტოპების უმსხვილესი მომწოდებელი

Recommended Posts

მთელი 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micro-Star International-მა (MSI) მოახდინა დაახლოებით 1,2 მილიონი გეიმინგ-ლეპტოპის მიწოდება და ელექტრონიკის ამ სეგმენტში გახდა მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებელი როგორც რიცხობრივი, აევე ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით. მეორე ადგილს, რესურს DigiTimes-ის ცნობით, იკავებს ASUSTeK Computer. 

image.jpeg

MSI PS63 Modern 

როგორც წყაროები აღნიშნავენ, 2018 წელს გეიმინგ-ლეპტოპების ბაზარი 10 %-თ გაიზარდა. თუმცა ეს მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან წინა წლებში ზრდის ყოველწლიური მაჩვენებლის 20-30% მატება ფიქსირდებოდა. 2019 წლისთვის ექსპერტები პროგნოზირებენ საერთო ტემპების ვარდნას ამ სეგმენტში. 

გეიმინგ-ლეპტოპების მწარმოებლები ეძებენ ახალ ბაზრებს. კერძოდ, კომპანია MSI- CES-გამოფენაზე წარადგინა მძლავრი პორტატული კომპიუტერი PS63 Modern - გრაფიკული ამაჩქარებლით - GeForce GTX 1050 Max-Q-თი და 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერებით. მწარმოებელი ამ მოდელს მიიჩნევს როგორც ლეპტოპს - კონტენტის შექმნისა და სტრიმინგ-ორგანიზაციებისთვის.  

PS63 Modern-ში გამოყენებულია მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი, დისპლეის ზომაა 15,6 დუიმი დიაგონალზე, ეკრანის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). ლეპტოპს აქვ 2-2 ვატიანი სტერეოდინამიკები, 32 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და შეუძია იმუშავოს 16 საათი ერთ სრულ დამუხტვაზე. 

 

 

 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now