Magdalena Posted January 10, 2019 Share Posted January 10, 2019 კომპანია HTC-იმ წარადგინა ვირტუალური რეალობის ახალი ჰედსეტი, სახელწოდებით - Vive Pro Eye. ჰედსეტის განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგში: მოწყობილობაში ინტეგრირებულია სისტემა, რომელიც იკვლევს მომხმარებლის თვალის მოძრაობის მიმართულებებს. ეს ინსტრუმენტი ვირტუალურ სივრცეში ობიექტებთან თანამოქმედების საშუალებას იძლევა პირდაპირი მნიშვნელობით - „მზერის ძალით“. სისტემა არკვევს, რომელ ობიექტს უყურებს მომხმარებელი კონკრეტულ მომენტში და საშუალებას იძლევა, მოხდეს სცენის რენდერინგის ოპტიმიზირება - გამომთვლელი რესურსები მიმართულია გამოსახულების საჭირო არეალის დამუშავებისკენ. ახალ ჰედსეტს აქვს ორი AMOLED ეკრანი, დიაგონალის ზომით - 3,5 დუიმი. ჯამური გაფართოება შეადგენს 2880 × 1600 პიქსელს, თითოეული თვალისა კი - 1440 × 1600 პიქსელს. კადრის ანახლების სიხშირე აღწევს 90 ჰერცს, თვალთახედვის კუთხე 110 გრადუსია. მოწყობილობის აღჭურვილობაში შედის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემა, Bluetooth-ადაპტერი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, მიახლოების სენსორი, სიმეტრიული USB Type-C 3.0 პორტი და DisplayPort 1.2 ინტერფეისი. Vive Pro Eye ჰედსეტი უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის. მზერის განმსაზღვრელი სისტემა ასევე სასარგებლო იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ არის ტრადიციული კონტროლერების გამოყენების შესაძლებლობა. ახალი ჰედსეტის ღირებულება ჯერ უცნობია. https://3dnews.ru/980723 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.