Magdalena

The Wall: 219-დუიმიანი დისპლეი Samsung-ისგან

Recommended Posts

კომპანია Samsung Electronics-მა გამოფენაზე წარადგინა Micro LED დისპლეების უახლესი ნიმუში.  

Micro LED პანელებში გამოყენებულია მიკროსკოპული LED-ნათებები, რომელთა ზომაც არ აღემატება რამოდენიმე მიკრონს. ტექნოლოგიას არ სჭირდება ფერადი ფილტრები და დამატებითი განათებები, ამასთან, უზრუნველყოფს შესანიშნავ ვიზუალურ აღქმას. 

„თვითგამოსხივებადი დისპლეის ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით Samsung Micro LED დისპლეითი უზრუნველყოფილია უპრეცედენტოდ ხარისხიანი გამოსახულება, უნივერსალურობა და ელეგანტური დიზაინი: - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. 

image.jpeg 

Micro LED-ტექნოლოგიის საშუალებით ეკრანის ზომა მოქნილია და შესაძლებელია დისპლეის ადაპტირება ნებისმიერ შენობასა და სივრცეში. Micro LED მოდულების დამატებისას მომხმარბლებს შეეძლებათ თავიანთი დისპლეის ზომა გაზარდონ სასურველ ზომამდე. 

image.jpeg 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 75-დუიმიანი, 4K ფორმატის Micro LED პანელი. გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა გიგანტური 219-დუიმიანი დისპლეი - Samsung The Wall. 

image.jpeg 

სამომავლოდ, Micro LED-მოდულებით შესაძლებელია შეიქმნას არატიპიური კონფიგურაციის მქონე ეკრანები, მაგალითად - 9×3, 1×7 ან 5×1, იმის მიხედვით, თუ  რამხელა იქნება ხელმისაწვდომი სივრცე, როგორი ვიზუალი იქნება საჭირო - დიზაინერული ხედვისა თუ პრაქტიკული გამოყენებისთვის. 

იმის წყალობით, რომ Micro LED დისპლეებს ჩარჩოები არ აქვთ, მოდულებს შორის საზღვრები არ არსებობს. შესაძლებელია პანელების ფორმირება გვერდების შეფარდების სხვადასხვა ტიპის მიხედვით - 16:9 და 21:9, 32:9 და 1:1.  

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now