Magdalena

ძმები უინკლვოსების აზრით, Bitcoin-ის კაპიტალიზაცია გაუსწრებს ოქროს და 7 ტრილიონს გადააჭარბებს

Recommended Posts

image.jpeg

კრიპტოსამყაროს ცნობილმა ბიზნესმენებმა ტაილერ და კემერონ უინკლუოსებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი რწმენა მონეტებისადმი. მიუხედავად BTC-ის არც თუ ისე მაღალი ფასისა, ისინი ამტკიცებენ, რომ მონეტის კაპიტალიზაცია ოქროსას გადააჭარბებს. 

რეგულირებადი კრიპტობირჟსა და სავაჭრო პლატფორმის - Gemini-ს ამოქმედების შემდეგ ტყუპები დიდ ფსონს დებენ ბიტკოინის წარმატებაზე. ამასთან, მათ საკუთარ ბირჟაზე უამრავი სავაჭრო ალტკოინია მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციით. 

აღსანიშნავია, რომ ძმების განწყობას უერთდება ფლეშმობ Proof of Keys-ის ორგანიზატორი ტრეის მაიერი. 

რთულია ქსელურ ეფექტებთან ბრძოლა „მყარი ვალუტის“ გადმოსახედიდან, რომელიც დაგროვების საშუალებას წარმოადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი უპირობოდ გამარჯვებულია“ - ამგვარი აზრი გამოთქვა კემერონ უინკლვოსმა, მისი ძმაც არანაკლები ენთუზიაზმითაა განწყობილი. 

„ჩვენი აზრი Bitcoin-ი ზრდასთან დაკავშირებით ძველებურად უცვლელია. ვთვლით, რომ Bitcoin-ი ასრულებს ოქროს ფუნქციას ოქროზე უკეთ. და თუ სწორი მიმართულებით გავიხედებით, Bitcoin-ი საბაზრო კაპიტალიზაციის დონით ოქროს მაჩვენებელს გადააჭარბებს, ანუ, ეკოსისტემა 7 ტრილიონ დოლარზე მეტად იქნება შეფასებული. მონეტების მკაფიოდ რეგლამენტირებული ემისიის  შემოთავაზების გათვალისწინებით, შეიძლება გამოითვალოს, რომ თითოეული BTC დაახლოებით 333 ათასი დოლარი ეღირება“. 

ამჟამად დომინანტი კრიპტოვალუტის ფასი ოდნავ აჭარბებს 4 ათას დოლარს, ასე რომ 2019 წლისთვის bull-ტრენდის ფორმირება ჯერ ვერ ხერხდება. 

ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ უმნიშვნელო შემდგომ ჩავარდნებსაც კი შეუძლიათ ხელი შეუშალონ მოსალოდნელ ზრდას. ამ ეტაპზე ტრეის მაიერი ელოდება ფიატ-წყაროებიდან კრიპტოსივრცეში ახალ „გადასხმებს“. 

“ამჟამად Bitcoin-ის ან სხვა კრიპტოვალუტების კაპიტალი არ იყოფა. ეს არის პრაქტიკულად ცარიელი და მუდმივად მზარდი რეზერვუარი ფასეულობების შესანახად. მას შეუძლია მიიღოს კაპიტალის გიგანტური ნაკადები.  

https://cryptonovosti.com/bratya-uinklvosskapitalizacziya-bitkoina-obojdyot-zoloto-i-prevyisit-7-trillionov/

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

თეორიულათ ეგეთი რამე ერთი 10-15 წლის შემდეგ მაინც თუ მოხდება, ბიტკოინის ფასი მაგ შემთხვევაში იქნება დაახლოებით 400000$ ფარგლებში, უბრალოთ ჩისტა თეორიულათ მაგდენი ხანი 1 ბიტკოინიც რომ შევაგროვოთ შეგვიძლია მერე აღარაფერზე ვინერვიულოთ ლოლ მართლა მაგდენით თუ გაიზარდა ფასი, ჩემი აზრით დაჟე 50000$+ თუ გაცდა მაგის შემდეგ მაინინგში მშვენიერი მოგებებს დადებდა და ყოველთვიური გამოტანებიც შესაძლებელი გახდებოდა, დაჟე მე ვფიქრობ რომ 10000$ თუ გაცდა კურსი მინიმუმ და მეტი აღარ ჩამოვიდა მაგაზე ქვემოთ მაინც კარგ მოგებას გააკეთებს 5000$ რიგით და მაგ შემთხვევაშიც შეიძლება უკვე ყოველთვიურათ ფულის გამოტანა და ლოდინი აღარცაა საჭირო პლიუსში გასასვლელათ, რახან 2-3 წელი მაინც იმუშავებს მაინინგ რიგი და მაგ პერიოდში კი ამოიღებ მაგ 5000$ თუ თვეში 400$+ მაინც გააკეთა მინიმუმ, მაინინგში ბიტკოინის კურსის აწევ-დაწევებსაც მნიშველობა აქვს და თვითონ ბიტკოინის კურსსაც თუ რა მოგებას დებს ყოველდღიურათ საშვალოთ, თუმცა იმ კოინების ფასის გაზრდა-დაგდებებიც საკმაოთ მოქმედებს ვირუჩკაზე რასაც ამაინინგებდი (იმ შემთხვევაშიც კი თუ პირდაპირ ბიტკოინში გიხდიან ვირუჩკას), ვიცი ბევრი ასიკებზეც წუწუნებს, მაგრამ იმ ალგოებზე სადაც ასიკები არაა საერთოდ ეგ ფაქტორი საერთოდ არ მოქმედებს და მანდ არაფერია საწუწუნო, თუ გაუმჯობესდება სიტუაცია ვირუჩკაც ავარდება მოშნათ მაგ ალგოებზე, მანდ ყველაფერი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ბუმის დროს, ყველა ოპერაციაში რაღაც ვირუჩკა გერგება ფასის რეზკათ გაზრდის პერიოდში, ეგ იმიტომ რომ ყველა პლიუსში მიდის და შენც მეტს გიხდიან

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now