Magdalena

Bell Helicopter-ის ჰიბრიდული ელექტრო-მფრინავი ტაქსი Nexus-ი 2020 წლისთვის გამოჩნდება

Recommended Posts

image.png

ამერიკულმა კომპანია Bell Helicopter-მა წარმოადგინა თავისი აეროტაქსის პირველი კონცეპტი. პროტოტიპის წარდგენა მოხდა გამოფენა CES 2019-ზე. 

მფრინავ მანქანას ექნება ექვსი ელექტროპროპელერი, რომელთა საშუალებითაც მაქსიმალურად შემცირდება ხმაურის დონე, ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება საფრენი მანძილის სიდიდე. გარდა ამისა, ელექტროძრავების ეს რაოდენობა საშუალებას იძლევა მფრინავმა მანქანებმა გამოიყენონ ჩვეულებრივი ვერტმფრენების დასაფრენი მოედნები. 

მფრინავი ტაქსი Nexus-ი ხუთადგილიანი და მისი მაქსიმალური სიჩქარე იქნება 241 კმ/სთ. მაქსიმალური საფრენი მასა შეადგენს 2,7 ტონას, ოპტიმალური მასა კი - 450 კილოგრამს.  

კომპანიაში აცხადებენ, რომ მფრინავ მანქანას არ შეხვდება სირთულეები სერტიფიცირებასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რადგანაც აპარატის საჭესთან ყოველთვის იჯდება პილოტი. კომპანია უკვე მოელაპარაკა Uber-ს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ფრინავი ტაქსის გამოძახება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. 

Bell-ი მიზნად ისახავს, რომ Nexus- მსხვილ ბაზრებზე 2020 წლის შუა პერიოდისთვის გავიდეს“ - განაცხადა კომპანიის ინოვაციების დირექტორმა Scott Drennan-მა. იგი ამტკიცებს, რომ მფრინავი ტაქსის მთავარი ღირსება მისი „ხელმისაწვდომობაა“, რაც მას იდეალურ სატრანსპორტო საშუალებად აქცევს. 

Nexus-ი 272 კილოგრამს იწონის. მასში გამოყენებულია არა მთლიანად ელექტრული ძრავები, არამედ ჰიბრიდული, რისი წყალობითაც მანქანას შეუძლია იფრინოს უფრო დიდხანს და დაძლიოს უფრო მეტი ტვირთი.  

მფრინავ მანქანებზე მუშაობით სულ დაახლოებით 19 კომპანიაა დაკავებული. მათ შორისაა ძველი, გამოცდილი კომპანიები, მაგალითად Boeing და Airbus, ასევე მცირე სტარტაპებიც, როგორიცაა Kitty Hawk. იგი Google-ის დამფუძნებელს, ლარი პეიჯს ეკუთვნის.  

Uber-ის ავიაციის ტექნიკური დირექტორი მარკ მური აცხადებს: „მოხარულნი ვართ იმ სიახლისადმი, რასაც Bell-ი ქმნის. ჩვენ (კომპანია Uber-ი) ხელს ვუწყობთ  სრულიად ახალ სატრანსპორტო სისტემას, რამდენადაც ვართ დამაკავშირებელი რგოლი ტრანსპორტსა და მომხმარებელს შორის“. 

image.png

 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

კი გვჭირდება თბილისში უკვე. ფასიც თუ მისაღები იქნა...

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now