Magdalena

Intel-მა დააანონსა ექვსი Coffee Lake პროცესორი და 10-ნანომეტრიანი მობილური Ice Lake U

Recommended Posts

შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე მთავარი სიახლეები უკვე წარდგენილ იქნა: AMD-მ წარადგინა მობილური პროცესორები Ryzen 3000, NVIDIA-მ - დესკტოპ-ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 და რამოდენიმე ბარათი ლეპტოპებისთვის, ASUS-მა, HP-, Acer-მა, Dell-მა და Razer-მა კი წარმოადგინეს თავიანთი მზა პროდუქტები. კონკურენტებს დაემატა Intel-იც. ამერიკულმა ტექნოგიგანტმა თავდაპირველად დააანონსა ექვსი ცალი CPU Coffee Lake, რომელთაგან ხუთი გრაფიკის გარეშეა წარმოდგენილი. შემდეგ კი მოახდინა Ice lake U-თაობის 10-ნანომეტრიანი პროცესორების დემონსტრაცია. ეს პროცესორები ლეპტოპებისთვისაა განკუთვნილი. 

image.jpeg 

Intel-ის ახალი CPU-ები - ინდექსებით - K და F - გრაფიკული ჩიპის გარეშეა წარმოდგენილი. ეს მოდელებია Core i9-9900KF, Core i7-9700KF, Core i5-9600KF, Core i5-9400F და Core i3-9350KF. მათთან ერთად Coffee Lake-თაობის პროცესორების სიაშია Core i5-9400: მას აქვს გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 630 – 1050 მეგაჰერცი სიხშირით. პროცესორების ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართული ცხრილის საშუალებით: 

პროცესორი 

ბირთვი /ნაკადი 

სიხშირე 

GPU 

GPU-ს სიხშირე 

მეხსიერების მხარდაჭერა DDR4 

TDP 

ფასი 

Core i3-9350KF 

4 / 4 

4 გჰც/ 4.6 გჰც 

- 

- 

2400 მჰც 

91 ვტ 

- 

Core i5-9400F 

6 / 6 

2.9 გჰც / 4.1 გჰც 

- 

- 

2666 მჰც 

65  ვტ 

$182 

Core i5-9400 

6 / 6 

2.9 გჰც / 4.1 გჰც 

UHD 630 

1050 მჰც 

2666 მჰც 

65  ვტ 

- 

Core i5-9600KF 

6/ 6  

3.7 გჰც/ 4.6 გჰც 

- 

- 

2666 მჰც 

95  ვტ 

- 

Core i7-9700KF 

8 / 8 

3.6 გჰც / 4.9 გჰც 

- 

- 

2666 მჰც 

95  ვტ 

- 

Core i9-9700KF 

8 / 16 

3.6 გჰც / 5 გჰც 

- 

- 

2666 მჰც 

95  ვტ 

- 

 

როგორც ვხედავთ, Core i3-9350F-ის გარდა ყველა პროცესორს აქვს DDR4 ტიპის მეხსიერება სიხშირით - 2666 მჰც. Intel Core i3-9350KF-ს აქვს ოთხი ბირთვი და ოთხი ნაკადი, სიხშირე - 4-დან 4,6 გიგაჰერცამდე და მეხსიერების სიხშირე 2400 მეგაჰერცი. TDP- 91 ვატი.  

Core i9-9900KF და Core i7-9700KF მოდელები რვაბირთვიანებია, ნაკადების რაოდენობაა 16 და 8, შესაბამისად, სიხშირე კი - 3,6 გჰც/ 5 გჰც და 3,6 გჰც/ 4,9 გჰც - მოდელების შესაბამისად. ორივე შემთხვევაში TDP 95 ვატის ტოლია. 

Core i5-ის სამივე მოდელს აქვს 6 ბირთვი და 6 ნაკადი. ამჟამად ცნობილია მხოლოდ Core i5-9400F-ის ფასი - 182 აშშ დოლარი. ახალი პროცესორების გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.  

რაც შეეხება Ice Lake U-ს, ამჯერად მოხდა მხოლოდ მათ ანონსი. მასიური წარმოების დაწყება ამავე წელს, თუმცა მოგვიანებით იგეგმება. შესაძლოა, რომ სრულფასოვანი პრემიერა შედგეს ზაფხულის დასაწყისში გამოფენაზე - Computex 2019 

image.jpeg

image.jpeg

ახალ პროცესორები ოთხბირთვიანი და მრავალნაკადიანია, ისინი აგებული იქნება არქიტექტურა Sunny Cove-ის ბაზაზე, კონფიგურაციაში შევა გრაფიკული ბირთვი Gen11, რომლის წარმადობაც 1 TFLOPS-ს შეადგენს. 

image.jpeg

 

პროცესორებს ექნება LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სიჩქარე კი შეადგენს დაახლოებით 60 გბ/წმ-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ Ice Lake U-ს ბაზაზე შექმნილ ლეპტოპებში იქნება შანსი - ვიხილოთ მეხსიერება 3200 მჰც სიხშირით. გარდა ამისა, ლეპტოპებს ექნებათ Wi-Fi 6-სა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობამ კი შესაძლოა ერთ დღეს გადააჭარბოს.  

  • Like 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now