Magdalena Posted January 9, 2019 Share Posted January 9, 2019 შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე მთავარი სიახლეები უკვე წარდგენილ იქნა: AMD-მ წარადგინა მობილური პროცესორები Ryzen 3000, NVIDIA-მ - დესკტოპ-ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 და რამოდენიმე ბარათი ლეპტოპებისთვის, ASUS-მა, HP-მ, Acer-მა, Dell-მა და Razer-მა კი წარმოადგინეს თავიანთი მზა პროდუქტები. კონკურენტებს დაემატა Intel-იც. ამერიკულმა ტექნოგიგანტმა თავდაპირველად დააანონსა ექვსი ცალი CPU Coffee Lake, რომელთაგან ხუთი გრაფიკის გარეშეა წარმოდგენილი. შემდეგ კი მოახდინა Ice lake U-თაობის 10-ნანომეტრიანი პროცესორების დემონსტრაცია. ეს პროცესორები ლეპტოპებისთვისაა განკუთვნილი. Intel-ის ახალი CPU-ები - ინდექსებით - K და F - გრაფიკული ჩიპის გარეშეა წარმოდგენილი. ეს მოდელებია Core i9-9900KF, Core i7-9700KF, Core i5-9600KF, Core i5-9400F და Core i3-9350KF. მათთან ერთად Coffee Lake-თაობის პროცესორების სიაშია Core i5-9400: მას აქვს გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 630 – 1050 მეგაჰერცი სიხშირით. პროცესორების ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართული ცხრილის საშუალებით: პროცესორი ბირთვი /ნაკადი სიხშირე GPU GPU-ს სიხშირე მეხსიერების მხარდაჭერა DDR4 TDP ფასი Core i3-9350KF 4 / 4 4 გჰც/ 4.6 გჰც - - 2400 მჰც 91 ვტ - Core i5-9400F 6 / 6 2.9 გჰც / 4.1 გჰც - - 2666 მჰც 65 ვტ $182 Core i5-9400 6 / 6 2.9 გჰც / 4.1 გჰც UHD 630 1050 მჰც 2666 მჰც 65 ვტ - Core i5-9600KF 6/ 6 3.7 გჰც/ 4.6 გჰც - - 2666 მჰც 95 ვტ - Core i7-9700KF 8 / 8 3.6 გჰც / 4.9 გჰც - - 2666 მჰც 95 ვტ - Core i9-9700KF 8 / 16 3.6 გჰც / 5 გჰც - - 2666 მჰც 95 ვტ - როგორც ვხედავთ, Core i3-9350F-ის გარდა ყველა პროცესორს აქვს DDR4 ტიპის მეხსიერება სიხშირით - 2666 მჰც. Intel Core i3-9350KF-ს აქვს ოთხი ბირთვი და ოთხი ნაკადი, სიხშირე - 4-დან 4,6 გიგაჰერცამდე და მეხსიერების სიხშირე 2400 მეგაჰერცი. TDP- 91 ვატი. Core i9-9900KF და Core i7-9700KF მოდელები რვაბირთვიანებია, ნაკადების რაოდენობაა 16 და 8, შესაბამისად, სიხშირე კი - 3,6 გჰც/ 5 გჰც და 3,6 გჰც/ 4,9 გჰც - მოდელების შესაბამისად. ორივე შემთხვევაში TDP 95 ვატის ტოლია. Core i5-ის სამივე მოდელს აქვს 6 ბირთვი და 6 ნაკადი. ამჟამად ცნობილია მხოლოდ Core i5-9400F-ის ფასი - 182 აშშ დოლარი. ახალი პროცესორების გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება Ice Lake U-ს, ამჯერად მოხდა მხოლოდ მათ ანონსი. მასიური წარმოების დაწყება ამავე წელს, თუმცა მოგვიანებით იგეგმება. შესაძლოა, რომ სრულფასოვანი პრემიერა შედგეს ზაფხულის დასაწყისში გამოფენაზე - Computex 2019. ახალი პროცესორები ოთხბირთვიანი და მრავალნაკადიანია, ისინი აგებული იქნება არქიტექტურა Sunny Cove-ის ბაზაზე, კონფიგურაციაში შევა გრაფიკული ბირთვი Gen11, რომლის წარმადობაც 1 TFLOPS-ს შეადგენს. პროცესორებს ექნება LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სიჩქარე კი შეადგენს დაახლოებით 60 გბ/წმ-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ Ice Lake U-ს ბაზაზე შექმნილ ლეპტოპებში იქნება შანსი - ვიხილოთ მეხსიერება 3200 მჰც სიხშირით. გარდა ამისა, ლეპტოპებს ექნებათ Wi-Fi 6-სა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობამ კი შესაძლოა ერთ დღეს გადააჭარბოს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23259/ces-2019-intel-anonsirovala-shest-processorov-coffee-lake-i-10nanometrovye-mobilnye-reshenija-ice-lake-u 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.