Magdalena

CES 2019: დაანონსდა მსოფლიოში პირველი ლეპტოპი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით

Recommended Posts

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა HP- Consumer Electronics Showcase 2019-ის ფარგლებში წარადგინა ლეპტოპი, ეკრანის განახლების 240 ჰერცამდე სიხშირით. ახალი ლეპტოპის სახელწოდებაა HP Omen 15. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 15,6-დუიმიანი IPS პანელი, ეკრანის გაფართობა - Full HD, წონა დაახლოებით 2,5 კილოგრამია. აპარატული უზრუნველყოფის მხრივ, ლეპტოპი წარმოდგენილია Intel Core i7-8750H პროცესორით. გარდა ამისა, აქვს განათების მქონე კლავიატურა და 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. 

HP Omen 15-ის გრაფიკაზე პასუხისმგებელია ადაპტერი Nvidia GeForce RTX 2070 Max-Q. ლეპტოპის კონფიგურაციაში შევიდა Wi-Fi 6 მოდული. ახალი ლეპტოპის ოფიციალური ფასი არ არის დაზუსტებული, თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, მისი ყიდვა ზამთრის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი დაახლოებით 1370 დოლარად (არაოფიციალური ინფორმაცია). მოდიფიკაცია, რომელიც წარმოდგენილია 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის ივლისში. 

 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now