Magdalena

Project CARS-ის მწარმოებელი ქმნის „ყველაზე მძლავრ კონსოლს“ VR-ის სრულფასოვანი მხარდაჭერით

Recommended Posts

სტუდია Slightly Mad, Need for Speed: Shift-ისა და Project CARS-სერიის შემქნელი მუშაობს საკუთარი მძლავრი კონსოლის - სახელად Mad Box-ის შექმნაზე. 

image.jpeg

 

სტუდიის გენერალური დირექტორის, Ian Bell-ის თქმით, ეს იქნება „ყველაზე მძლავრი კონსოლი რაც კი ოდესმე არსებულა“. Mad Box-ს ექნება 4K გაფართოება - 60 კადრი/წმ. აგრეთვე ვირტუალური რელობის ჰედსეტის სრულფასოვანი მხარდაჭერა სიხშირეზე - 180 კადრი/წამში (90 კადრი თითო თვალზე). Ian Bell-ი აცხადებს: „ჩვენ არ ვთამაშობთ. ეს სისტემა მომავალი თაობის მოწყობილობაა. ამ დრომდე კონსოლები ძლივს ახერხებდნენ ორი სხადასხვა ოპარაციის მხარდაჭერას. დროა „თამასა ავწიოთ“.  

იმის გამო, რომ კომპანია არ გეგმავს სისტემის ისეთივე მასიურ წარმოებას, როგორ სხვა კომპანიები, Mad Box-ის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა კონსოლებთან მიმართებაში. Slightly Mad სტუდიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ეს მოწყობილობა საუკეთესო არჩევანი იქნება შემდგომი თაობის ციკლიდან. ამასთან, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს NVIDIA-სა და AMD-სთან, რათა გამოიყენოს „ASIC AI“ - ხელოვნური ინტელექტი თამაშებში. „ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ გამოვუშვებთ „მკვლელ“ მოწყობილობას“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი. 

image.jpeg

 

Mad Box-ის პირველი რეალური გამოსახულება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე Slightly Mad Studios-მა მხოლოდ ადრეული კონცეპტი გაამხილა. მოგვიანებით გახდება ცნობილი სპეციფიკაციებიც.  

image.jpeg 

ეს სიახლე საკმაოდ მოულოდნელია კონსოლების ბაზარზე. შეძლებს თუ ვერა ვიდეოთამშების მწარმოებელი წინააღმდეგობის გაწევას მსხვილ კონკურენტებთან, მოგვიანებით გავიგებთ. 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now