Jump to content

Asus-ი აანონსებს სამ გიგანტურ HDR გეიმინგ-მონიტორს


Recommended Posts

image.png

კომპანია Asus-მა განაცხადა, რომ უშვებს სამ გეიმინგ-მონიტორს  - ROG Strix XG მოდელებს დიდი VA პანელებით, FreeSync 2-ის მხარდაჭერითა და DisplayHDR-სერტიფიკაციით. 

XG438Q -  ეს არის დიდი, 43-დუიმიანი 4K მონიტორი DisplayHDR 600-ითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მონიტორს აქვს ინტეგრირებული ორი 10-ვატიანი სტერეოდინამიკი, რითიც იგი უფრო ჰგავს გეიმინგ-ტელევიზორს, ვიდრე ტრადიციულ გეიმინგ-დისპლეის - ამ მონიტორისთვის დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი მაგიდა, რათა დაჯდეთ მის წინ მაუსისა და კლავიატურის თანხლებით. 

XG49VQ - ამ მოდელს აქვს 49-დუიმიანი ულტრაფართე პანელი გვერდების შეფარდებით 32:9-სთან, მისი გაფართოებაა 3840 x 1080 პიქსელი - ეს იგივეა, რომ ორი ჩვეულებრივი 1080p რეზოლუციის მქონე 27-დუიმიანი მონიტორი მიადგათ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ამ მონიტორის შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვე არც ისე მაღალია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ Samsung-მა, Dell-მა და Philips-მა უკვე წარადგინეს 1440p-ეკვივალენტები. Asus-ის მონიტორი მუშაობს 144 ჰერც სიხშირეზე, რისი წყალობითაც იგი შესაფერისია დინამიური თამაშებისთვის და აქვს თვალთახედვის ფართო არე. ამ მონიტორს ასევე აქვს DisplayHDR 400-მხარდაჭერა. 

image.png

 

და ბოლოს, XG32VQ მოდელი: იგი წარმოდგენილია სტანდარტული 144 ჰერცი სიხშირითა და გვერდების შეფარდებით 16:9-ზე. აქვს DisplayHDR 400-ის მხარდაჭერა და მისი ზომა ოდნავ მეტია 31,5 დუიმზე. ამ მონიტორს შემთხვევაშიც პიქსელების სიმჭიდროვე ვერ არის შთამბეჭდავი, თუმცა იგი კარგი ვარიანტი იქნება იმ მომხმარებლებისთვის, ვისი გრაფიკული პროცესორიც ვერ უმკლავდება 4K ფორმატს.  

XG49VQ და XG32VQ მონიტორები მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა, XG438Q მოდელი კი - გაზაფხულზე. Asus-ი ჯერჯერობით არ ახმაურებს მონიტორების ფასებს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.