Jump to content

ჩინეთმა შეძლო ჰაერში არსებული საშიში ნაწილაკების - PM 2,5-ის კონცენტრაციის შემცირება, სამაგიეროდ, ადამიანისთვის საშიშმა ოზონის მოცულობამ იმატა


Recommended Posts

image.jpeg

ჩინეთის ხელისუფლების მიერ 2013 წელს ამოქმედებული პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებას, ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის საშიში PM 2,5 ნაწილაკების მოცულობა ხუთი წლის განმავლობაში 40%-ით შემცირდა, გაიზარდა არანაკლებ სახიფათო ოზონის მოცულობა - წერს ScienceAlert. 

РМ2.5 ნაწილაკები - ეს არის ჰაერის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერების ნაწილები. მის შემადგენლობაში შედის მყარი და თხევა ნაწილაკები. მათ შეუძლიათ ბიოლოგიური ბარიერის გადალახვა და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის შედეგად შესაძლებელი გახდა ამგვარი ნაწილაკების გაფრქვევა-გავრცელების მასშტაბების შემცირება, მეგაპოლისებში სამაგიეროდ ოზონის დონემ დაიწყო მატება. ოზონი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სასუნთქი გზებისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს დაავადებები, მაგალითად ასთმა. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დააგინეს, რომ PM 2,5 ნაწილაკები ერთგვარი შემწოვი ღრუბლის როლს ასრულებენ რადიკალური ნივთიერებებისთვის. როდესაც ამ ნაწილების კონცენტრაცია შემცირდა, ოზონის დონე პირიქით გაიზარდა. 

„ჩინეთის ქალაქებში იმდენად დიდი იყო მყარი ნაწილაკების რაოდენობა, რომ ისინი აკავებდნენ ოზონის გავრცელებას. ამ დრომდე მსგავსი რამ არასდროს გვინახავს, რადგან არც ერთ ქვეყანას არ გადაუდგამს ამგვარი სწრაფი ნაბიჯები მყარი ნაწილაკების შემცირებისთვის. აშშ-ს 30 წელი დასჭირდა იმისათვის, რაც ჩნეთმა ოთხ წელიწადში განახორციელა“ - დენიელ ჯეიკობი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. 

ამ შემთხვევამდე, ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინრები მსოფლიოს 185 ქვეყანაში იკვლევდნენ, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე РМ 2,5 ნაწილაკებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ატმოსფეროზე ანთროპოგენული ზეგავლენის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა გლობალურად მცირდება ერთ წელიწადზე მეტით.  

https://hightech.fm/2019/01/03/pm-2-5

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.