Jump to content

Blockchain-ის სამოგზაურო სერვისი მომხმარებლებს სასტუმროებს სთავაზობს 20%-თ ნაკლებად, ვიდრე Booking.com და AirBnb


Recommended Posts

image.png

ევროპულ კომპანიას - LockTrip- სურს, განავითაროს ტურისტული განთავსების სფერო ბლოკჩეინით. ამის გამო შეიქმნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული პირველი ფუნქციონალური სამოგზაურო სერვისი“. კომპანიის გუნდი აცხადებს, რომ სერვისს უკვე შეუძლია მსურველებს შესთავაზოს 100 ათასზე მეტი სასტუმრო და ქირის 1500 ვარიანტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმაზე 20%-ით ნაკლებ ფასად, ვიდრე ამას სხვა დასაჯავშნი საიტები სთავაზობენ მოგზაურებს. კომპანია გეგმავს სერვისში დაამატოს კიდევ 300 ათასი სასტუმრო და 900 ავიაკომპანია 2019 წლის ბოლომდე.   

ხსენებული სერვისი მსურველებს სთავაზობს ნულოვანი საკომისიოთი დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო უკვე მოქმედი პლატფორმის  - LockTrip-ბეტა-ვერსიის საშუალებით. იმ მომხმარებლებისთვის, ვინც კარგად ვერ ერკვევა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაში, სტარტაპმა შექმნა სერვისის მოდელი, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია მომენტალური კავშირი საკრედიტო ბარათსა და კომპანიის ტოკენებს შორის. იმ ტურისტებს, ვინც არ არიან ორიენტირებულნი კრიპტოვალუტებზე, შეუძლიათ დაჯავშნონ სასტუმრო საკრედიტო ბარათების გამოყენებით ზუსტად ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი საიტიდან ხდება - საფასურის კრიპტოებში გადაცვლა კი ავტომატურად შესრულდება API სერვისის საშუალებით. 

თითოეული ჯავშანი ფოკუსირდება სმარტ-კონტრაქტზე შეკვეთის გაფორმების მომენტიდან. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი სერვისით სარგებლობა უფრო მარტივი და უსაფრთხოა დაჯავშნის ტრადიციულ ტიპთან შედარებით. 

LockTrip-მა უკვე აამოქმედა Android- და iOS-აპლიკაცია სმარტფონებისთვის. გარდა ამისა, სტარტაპი მუშაობს საკუთარი ჰიბრიდული Proof-of-Stake (PoS ბლოკჩეინის შექმნაზე, რისთვისაც კომპანიამ უკვე აამოქმედა ოპერაციული სატესტო ქსელი. LockTrip PoS ბლოკჩეინი ფლობს ყველაფერ საუკეთესოს Bitcoin-ისა და Etehereum-ისგან. კომპანია იმედოვნებს, რომ შექმნის პლატფორმას, რომელსაც ექნება Ethereum-ის აპლიკაციების მხარდაჭერა და ამავდროულად, მოახერხებს უფრო მეტი ტრანზაქციის განხორციელებას წამის განმავლობაში 

LockTrip- საკუთარ თავს უწოდებს ენთუზიასტების გუნდს, რომელთაც სურთ სამოგზაურო ბიზნესის ეკონომიკის შეცვლა. კომპანიის გენერალური დირექტორი Nikola Alexandrov- აცხადებს: დაჯავშნისას 20%-იანი საკომისიოს გადახდა წარსულს ჩაბარდება“. 

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, LockTrip-ის ბაზარზე შემოთავაზებული სასტუმროების საშუალო ფასი დაახლოებით 20 %-ით ნაკლებია ყველა იმ სხვა ალტერნატიულ სერვისთან შედარებით, რაც კი შეიძლება ინტერნეტში ნახონ მომხმარებლებმა. LockTrip-ის თქმით, მისი სერვისი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას - დაზოგონ 17%-მდე თანხა ევროპის სასტუმროების დაჯავშნისას და 23 %-ზე მეტი - აშშ-ის სასტუმროებში. LockTrip- აღნიშნავს, რომ ისეთი პოპულარული საიტები, როგორებიცაა Airbnb და Booking.com - იღებენ 15-დან 30%-მდე საკომისიოს, რაც შედეგად გავლენას ახდენს სასტუმროს ნომის ფასზე. 

კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს LockTrip-ის გამოყენებით დაჯავშნის მაჩვენებელი გაიზარდა ათჯერ, წლის ბოლოსთვის კი შეკვეთების მაჩვენებელმა იმატა 152%-ით. - „ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე მომხმარებლებმა შეიძინეს 40 ათასი ევროს ღირებულების  LOC-ტოკენები, რამაც შესაძლოა LOC- ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ტოკენად აქციოს“ -  აცხადებენ სტარტაპერები. 

image.png 

LockTrip- პირობას იძლევა, რომ განაგრძობს თავისი ბაზრის განვითარებას: იგი ეძებს პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ საცხოვრებელზე კონკურენტუნარიანი ფასების შემოთავაზებას. დღესდღეობით სტარტაპი აპირებს საკუთარი ბაზარი ოთხჯერ გაზარდოს და მომხმარებელს ნულოვან საკომისიოსა და კიდევ უფრო დაბალ ფასებს ჰპირდება 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

საინტერესოა ასეთ სერვისებში ბლოკჩეინი. Booking.com/Airbnb-ს მართლა საკმაოდ დიდი საკომისიოები აქვთ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.