Jump to content

წყნარი ოკეანის ნაგვისგან გასაწმენდი სისტემა Ocean Cleanup


Recommended Posts

image.jpeg

ნაგვისგან წყნარი ოკეანის გამწმენდი სისტემა Ocean Cleanup არც ისე ეფექტური აღმოჩნდა - კონსტრუქციას მოტყდა 18-მეტრიანი ნაწილი. ამ ინციდენტის შემდეგ სისტემის შემქმნელებმა გადაწყვიტეს იგი სანაპიროზე დააბრუნონ შეკეთებისა და მოდერნიზაციის მიზნით - ნათქვამია მწარმოებლის განცხადებაში. 

image.jpeg 

 

პირველმა პროტოტიპმა System 001-მა წყნარი ოკეანის დაბინძურებული რეგიონის სრულფასოვანი წმენდა დაიწყო 2018 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში. ნახევარი თვის შემდეგ ცნობლი გახდა, ომ სისტემას არ შეუძია შეაკავოს მთელი ის მასალა (ძირითადად პლასტმასი), რაც ოკეანეში მოგროვდა. The Ocean Cleanup-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის აზრით, System 001 ვერ აკავებს დაგროვილ ნაგავს სისწრაფის გამო - დინების გამო ნაგვის ნაწილები უფრო სწრაფად მოძრაობს და ისევ წყალში ბრუნდება, ვიდრე თავად სისტემა. 

სისტემის დაშლის მთავარი მიზეზი კი მატერიალების მოძველება გახდა. Ocean Cleanup-ის წარმომადგენლობა ამბობს, რომ სისტემის მოტეხილი ნაწილი საფრთხეს არ წამოადგენს არც საზღვაო ტრანსპორტისა და არც ეკოლოგიისთვის - იგი უკვე ამოიღეს და ნაპირზე გაიტანეს. 

მომხდარმ ფაქტმა მეტად დაგვამწუხრა, რადგან ვიმედოვნებდით, რომ გაცილებით მეტხანს გავძლებდით ოკეანეში, რათა მოგვეგროვებინა რაც შეიძება მეტი მონაცემი სისტემის მუშაობის შესახებ. სისტემის დაზიანებამ დამატებითი პრობლემა გაგვიჩინა. ამავე დროს, ვიცით, რომ ამგვარი შემთხვევები გარდაუვალია, როდესაც ხდება სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოცდა-გამოყენება“ - აცხადებს ბოიან სლატი, Ocean Cleanup-ის დამაარსებელი. 

სისტემის შემქმნელები აგრეთვე აპირებენ გამოიკვლიონ, თუ რატომ არის იგი არაეფექტური, ანუ რატომ მოძრაობს იმდენად ნელა, რომ ვერ აკავებს მოგროვილ ნაგავს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.