Jump to content

მისია ჰავაიზე არსებული „მარსისკენ“


Recommended Posts

image.jpeg

სანამ მარსზე ადამიანები წავლენ, საჭიროა იმ პირების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ექსტრემალურ პირობებში. როგორ უნდა მოხდეს მათი შერჩევა და გამოკვლევა, შესაძლებელია თუ არა ეს? არსებობს ამის გამორკვევის ერთ-ერთი საშალება - შევქმნათ მარსის მსგავსი პირობები აქ, დედამიწაზე. 

სწორედ ამ იდეას ემსახურება HI-SEAS. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პლანეტათშორისი საცხოვრებელი გარემო, რომელიც განთავსებულია ჰავაიზე მოქმედ ვულკანთან. 2013-დან 2018 წლამდე ჰავაის უნივერსიტეტში ხორციელდებოდა მარსული მისიის სიმულაციები ზემოთხენებულ საარსებო გარემოში. მრავალი თვის განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ HI-SEAS-ში, სადაც შექმნილი იყო იმგვარი პირობები, რომელიც მათ რეალურ მარსზე ყოფნისას დახვდებოდათ. ადამიანებს უწევდათ წყლის მომარაგება და ეკონომიურად გამოყენება, დაკონსერვებული საკვებით სარგებლობა და სიმულირებული შეფერხებული რადიოკავშირით სარგებლობა „დედამიწასა და მარსს“ შორის. მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ დაეტოვებინათ საცხოვრებელი გარემოს ტერიტორია და გასულიყვნენ მის ფარგლებს გარეთ სკაფანდრების გარეშე. 

image.jpeg 

ჰავაის უნივერსიტეტმა ხუთი წარმატებული სიმულაცია განახორციელა HI-SEAS-ში. თუმცა მეექვსე მისია შეწყდა 2018 წლის დასაწყისში მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დაზიანება მიიღო სარეზერვო გენერატორის ჩართვის მცდელობისას.  

დღესდღეობით HI-SEAS-პროექტი გარდამავალ ფაზაში იმყოფება. სიმულაციისთვის განკუთვნილი სივრცის მფლობელმა გადაწყვიტა შეეცვალა გარემოსა და შენობების სტრუქტურა და გარდაექმნა იგი მთვარის პირობების სიმულაციებისთვის. ეს ცვლილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ NASA მცირე ხნის წინ კვლავ კონცენტრირდა მთვარის ზედაპირზე ხალხის გაგზავნის მისიებზე. შესაძლებელია, რომ HI-SEAS-მა მომავალში, თუნდაც 2020 წლისთვის კვლავ განაგრძოს მარსის პირობების სიმულირება. 

ნებისმიერ შემთხვევაში, პლანეტათშორისი მისიების იმიტაციას დიდი და შესაძოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს მანამ, სანამ მისიები რეალურად განხორციელდება. ისეთი ადგილები, როგორიცაა HI-SEAS, კარგი იდეაა მისიებში გასაგზავნი ადამიანების შესარჩევად. 

image.png 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.