Jump to content

ჩინურმა როვერმა Chang’e-4-მა განახორციელა დაშვება მთვარის ბნელ მხარეს


Recommended Posts

image.jpeg

ჩინურმა როვერმა Chang’e-4-მა წარმატებით შეძლო დაფრენა მთვარის ბნელ მხარეზე. ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია და ეროვნული კოსმოსური სააგენტო. 

აპარატის დაფრენის კოორდინირება ხდებოდა რამოდენიმე თანაგზავრის მეშვეობით, რომლებიც როვერისგან მიღებულ სიგნალებს დედამიწაზე აგზავნიდნენ. 

Chang’e-4 შემნილია Chang’e-3 როვერის სარეზერვო კომპონენტებისგან, იგი თითქმის იდენტურია იმ მისიისა, რომელიც 2013 წელს მთვარის ხილულ მხარეს განხორციელდა როვერ Yutu-ს მიერ. 

აპარატი დაეშვა კრატერ ფონ კარმაში -  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნბი და შეუსწავლელი კრატერი მთვარის ზედაპირზე. მისი სიღრმე ათი კილომეტრია, სიგრძე კი თითქმის 2 ათასი კმ.  

„2019 წლის სამ იანვარს  ჩინეთის დროით 5:26 საათზე აპარატმა Chang’e-4-მა შეასრულა წარმატებული დაშვება მთვარის ბნელ მხარეზე“. 

მთვარემავალმა მთვარეზე წაიღო ალუმინის კონტეინერი მდოგვის მარცვლებით, კარტოფილითა და აბრეშუმის ჭიის კვერცხებით.  

როგორც ცნობილია, მთვარემავალი იმუშავებს სამი თვის განმავლობაში, შემდეგ კი რობოტი „ძილის რეჟიმში“ გადავა. 

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს მიერ ვრცელდება როვერის მიერ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოები: 

image.jpeg 

Chang’e-4-ის გაშვება განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში. მის შემადგენლობაში შედის დასაფრენი მოდული და მთავრემავალი. მისიის მიზანს წარმოადგენს მთვარის ბნელი მხარის შესწავლა, შორეული კოსმოსური კავშირების ტესტირება და ა.შ.  

image.jpeg 

გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მთვარის ზედაპირი მსხვილი კადრით. გარდა ამისა, ხილვადია მოდულის კონსტრუქციის ელემენტებიც. 

დავამატებთ, რომ Chang’e-4-ის მისია არის მთვარესთან დაკავშირებული ჩინეთის მასშტაბური პროგრამის ნაწილი. პროგრმა დამტკიცდა 2004 წელს, იმავე წლის თებერვალში პროექტმა სახელად მიიღო „ჩანე“ - ჩინური მითოლოგის მიხედვით მთვარის ქალღმერთის - ჩანეს პატივსაცემად. პროექტი ითვლება ჩინეთის პირველ ნაბიჯად კოსმოსის ათვისებაში. 

image.jpeg 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.